უცხოეთი

უცხოეთი
უცხოეთი

FBI-ს დირექტორი მოსკოვში ჩავიდა

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი, კეშ პატელი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩავიდა. ამის შესახებ ტელეკომპანია MS NOW საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.არსებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პატელი, სავარაუდოდ, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელობას შეხვდება. ამ ეტაპზე უცნობია, დაგეგმილია თუ არა ამერიკელი მაღალჩინოსნის შეხვედრები რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.თეთრ სახლს აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ასევე

წაკითხვა
უცხოეთი

ევროკომისია ენერგომატარებლების ფასების გამო რთულ ზამთარს პროგნოზირებს

ბრიუსელში ენერგომატარებლების დეფიციტს არ გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ენერგორესურსების გაძვირების გამო უახლოეს თვეებში ვითარება უკიდურესად არასტაბილური და არაპროგნოზირებადი იქნება.ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენლის, ანა-კაისა იტკონენის განაცხადებით, მოახლოებული ზამთარი „ძალიან რთული“ იქნება.ამასთან, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ დიზელის საწვავის დეფიციტი 2027 წელსაც შენარჩუნდება.ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ყოველთვიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ დიზელის საწვავის ბაზარზე ვითარება უკიდურესად რთულია. ამის მიზეზია ზამთრის

წაკითხვა
უცხოეთი

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მთავრობა მას გადაყენებას უპირებენ. როგორც კლიჩკომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, გადაყენების მცდელობის მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ თითქოს ქალაქის ხელმძღვანელობა ზამთრისთვის არასათანადოდ არის მომზადებული. „ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები ავრცელებენ უსაფუძვლო ბრალდებებს, თითქოს გათბობის სეზონის დაწყებას ხელი შეეშალა. ადგილობრივი თვითმმართველობის განადგურებას ცდილობენ.

წაკითხვა
უცხოეთი

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს

სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „რადიო საფრანგეთის“ (RFI) სომხურ რედაქციასთან ინტერვიუში იმ შეკითხვის საპასუხოდ, ცდილობს თუ არა სომხეთი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას. პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები ვეღარ იქნება ისეთივე, როგორიც ადრე იყო, რადგან მაშინ აზერბაიჯანთან კონფლიქტი

წაკითხვა
უცხოეთი

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი, საშუალოდ, 2.1%-ით გაიზარდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი, საშუალოდ, 2.1%-ით გაიზარდა. 12 ოქტომბრის მონაცემებით, ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 106.9 აშშ დოლარია, რაც გუშინდელ ფასთან შედარებით 2.05%-ით მეტია. ფასის მატება შეინიშნება ამერიკულ ნედლ ნავთობზეც. მისმა ღირებულებამ ბოლო საათებში 2.2%-ით მოიმატა და ერთი ბარელის ფასი 93.87 აშშ დოლარს შეადგენს.

წაკითხვა
უცხოეთი

დონალდ ტრამპი – ევროკავშირმა რუსეთს ენერგორესურსებში 250 მილიარდი გადაუხადა, ყალბ ამბებზე მომუშავე მედიას ამ თემასთან მიახლოებაც არ სურს, მე ამერიკელი ხალხისთვის სწორი არჩევანი გავაკეთე

ევროკავშირმა რუსეთს ენერგორესურსებში 250 მილიარდი დოლარი გადაუხადა, ხოლო ყალბ ამბებზე მომუშავე მედიას ამ თემასთან მიახლოებაც კი არ სურს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მან ამერიკელი ხალხისთვის სწორი არჩევანი გააკეთა. „ევროკავშირმა რუსეთს ენერგორესურსებში 250 მილიარდი დოლარი გადაუხადა, ხოლო ყალბ ამბებზე მომუშავე მედიას ამ თემასთან მიახლოებაც კი არ სურს. მე ამერიკელი ხალხისთვის სწორი არჩევანი გავაკეთე,

წაკითხვა
უცხოეთი

ჯიბუტის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 139 ადამიანი დაიღუპა, 84 კი დაკარგულად ითვლება

ჯიბუტის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 139 ადამიანი დაიღუპა, 84 კი დაკარგულად ითვლება. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ცნობით, დაღუპულთა შორის, სულ მცირე, 15 ბავშვია. მათივე ცნობით, 8 ოქტომბრის ღამით ჯიბუტიდან იემენში მიმავალი ნავი ქალაქ ობოკის ჩრდილოეთით ჩაიძირა. ამასთან, მაშველებმა 80-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ყველა მათგანი ეთიოპიის მოქალაქე იყო. „ეს სიცოცხლის დამანგრეველი დანაკარგია. ჩვენი

წაკითხვა
უცხოეთი

სკოტ ბესენტი: ევროპელებმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთს იმაზე მეტი ფული გადაუხადეს, ვიდრე უკრაინისთვის ჰქონდათ გადახდილი, რადგან რუსული ენერგორესურსებისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებენ

ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან დიზელის საწვავთან დაკავშირებულ შეთანხმებას არსებული სამართლებრივი უფლებამოსილების გამოყენებით აპირებს, – აცხადებს აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი. მისივე თქმით, შეთანხმება ამერიკელი ხალხისთვის სასარგებლოა, რადგან დიზელის საწვავის ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს. „პირველ რიგში, ჩვენ ამას ჩვენს ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი უფლებამოსილების გამოყენებით გავაკეთებთ. ასე რომ, კონგრესში ვინც უნდა ამტკიცებდეს, რომ ამის გაკეთებას ძველი კანონპროექტი

წაკითხვა
უცხოეთი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი 2016 წლის „ბრექსიტის“ რეფერენდუმში ჩაერია

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ რუსეთი 2016 წლის „ბრექსიტის“ რეფერენდუმში ჩაერია. მისივე თქმით, საფრანგეთისა და გერმანიის ამომრჩევლებს მოსკოვის მხარდაჭერით წარმოებული გავლენის მცდელობების შესახებ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია. „მე დაუნინგ სტრიტზე გამოსვლისას დავსვი კითხვა, ჩაერია თუ არა რუსეთი 2016 წლის რეფერენდუმში? მკაფიო პასუხი მივიღე, რომ დიახ, ჩაერია“, – აღნიშნა ბერნემმა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა სახის

წაკითხვა
უცხოეთი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა „ეიბისის“, „სიბიესის“, „სიენენის“, „ენბისისა“ და „ფოქს ნიუსის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რამდენიმე სატელევიზიო არხის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს. დეპარტამენტის განმარტებით, მიზეზი ფედერალური კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევაა. კერძოდ, სექტემბერში ხუთმა არხმა რამდენიმე დღით შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ღონისძიებების გაშუქება, იმის საპასუხოდ, რომ მისმა ადმინისტრაციამ „სიენენის“, MS Now-ისა და „პოლიტიკოს“ ჟურნალისტებს აკრედიტაცია ჩამოართვა. დეპარტამენტმა „ეიბისს“,  „სიბიესს“, „სიენენს“, „ენბისისა“ და „ფოქს ნიუსს“ თეთრი სახლის

წაკითხვა