უცხოეთი

უცხოეთი
უცხოეთი

მარკო რუბიო – პრობლემა ის არის, რომ სანქციები მხოლოდ რუსეთს არ ეხება, ტრამპს სურს, ეს პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, რა გავლენას მოახდენს სანქციებისა და ტარიფების დაწესება გლობალურ ეკონომიკაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დროებით შეჩერების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. რუბიოს თქმით, შეზღუდვები მხოლოდ რუსეთს არ ეხება და სხვა ქვეყნების, მათ შორის ინდოეთის, წინააღმდეგ დაწესებულ ტარიფებსაც მოიცავს. შესაბამისად, რუბიოს თქმით, დონალდ ტრამპს სურს, 60-დღიანი პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, თუ რა გავლენას მოახდენს სანქციებისა და ტარიფების დაწესება გლობალურ და თავად აშშ-ის ეკონომიკაზე.„პრობლემა ის არის,

წაკითხვა
უცხოეთი

ჯეი დი ვენსი – ვლოცულობ, რომ საფრანგეთმა, მშვენიერმა ქვეყანამ, სადაც შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს, შეაჩეროს ეს სიგიჟე, ვიდრე უფრო მეტი ღირსშესანიშნაობა დაიწვება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას მიგრაციას უკავშირებს.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და თან დაურთო ვიდეო, რომელშიც ქალაქ ლიმოჟის მერიის შენობა იწვის.„დასავლელმა ლიბერალებმა, მრავალფეროვნებისა და თანაგრძნობის სახელით, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში „მესამე სამყარო“ შეიყვანეს. მათ უგულებელყვეს ასიმილაციისა და თავსებადობის ფუნდამენტური საკითხები. მათ აფრთხილებდნენ, რომ ეს ყველაფერი ასეთ შედეგამდე მიგვიყვანდა,

წაკითხვა
უცხოეთი

ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ევროპას რუსული გაზის შესყიდვის განახლებას სთავაზობს, რაც მოსკოვს მილიარდობით შემოსავალს და განახლებულ ეკონომიკურ გავლენას მოუტანს

„ნიუ იორკ თაიმსის” ინფორმაციით, აშშ რუსეთს კიდევ ერთ „გადარჩენის გზას“ სთავაზობს: ევროპისთვის მეტი გაზის მიყიდვის ნებართვას. ტრამპის ადმინისტრაცია ამ იდეას უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების ნაწილად წარმოადგენს.აშშ-ის შეთავაზების თანახმად, ევროპამ კვლავ უნდა დაიწყოს რუსული გაზის უფრო დიდი მოცულობით შესყიდვა – ნაბიჯი, რომელიც მოსკოვისთვის ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს და რეგიონში მის გავლენას აღადგენს.გამოცემა მოლაპარაკებების დეტალებში ჩახედულ პირებზე დაყრდნობით წერს,

წაკითხვა
უცხოეთი

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის გადადგომის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში გარკვეულ „დეტალებს“ გამოაქვეყნებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის გადადგომის შესახებ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გარკვეულ „დეტალებს“ გამოაქვეყნებს. ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს შეახსენა, რომ რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დარტყმებს სირცხვილი უწოდა და ჰკითხა: „თქვენ გსურთ, რომ ზელენსკი წავიდეს. დაგავიწყდათ, რომ ომი პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო?“ ტრამპმა კითხვას არ უპასუხა და აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია დეტალები, რომელთაც მომავალში გამოაქვეყნებს.

წაკითხვა
უცხოეთი

რობერტ ფიცო – უკრაინამ ევროკავშირს დამატებით 70 მილიარდი ევროს გამოყოფის თხოვნით მიმართა, თუმცა ამ ინიციატივას სლოვაკეთი და უნგრეთი არ შეუერთდებიან

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირს 2027 წელს დამატებით 70 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფის თხოვნით მიმართა, თუმცა ამ ინიციატივას სლოვაკეთი და უნგრეთი არ შეუერთდებიან. ფიცოს განცხადებით, ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებების უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირება „სახიფათო“ იქნება. მისივე თქმით, სლოვაკეთი უკრაინის მხარდაჭერას სხვა მიმართულებებით, მათ შორის განათლების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული კავშირების განვითარების პროექტებით

წაკითხვა
უცხოეთი

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც რუსეთის მიმართ „გრემის აქტით“ გათვალისწინებული ზოგიერთი სანქციის, შეზღუდვისა და ტარიფის მოქმედება შეჩერდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც რუსეთის მიმართ „გრემის აქტით“ გათვალისწინებული ზოგიერთი სანქციის, შეზღუდვისა და ტარიფის მოქმედება შეჩერდა.შესაბამისი ბრძანება თეთრი სახლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.„კონგრესს წარვუდგინე დადასტურება, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია“, – აღნიშნულია ტრამპის ბრძანებაში.„ბლუმბერგის“ ცნობით, ტრამპმა რუსეთის ენერგომატარებლების ექსპორტთან დაკავშირებული ტარიფები შეაჩერა. გამოცემა წერს, რომ ეს დიზელის ფასის შემცირების მცდელობას

წაკითხვა
უცხოეთი

მედია: BlackRock-ის აქტივების რეკორდული მოცულობა აშშ-ის ეკონომიკის ნახევარს შეადგენს

BlackRock-ს ახლა ისეთი ოდენობის აქტივები აქვს, რომელიც აშშ-ის ეკონომიკის ნახევარს უტოლდება, – ამის შესახებ ამერიკული წამყვანი ფინანსური და ეკონომიკური საინფორმაციო სააგენტო წერს და უმსხვილესი საინვესტიციო და აქტივების მართვის გიგანტის, BlackRock-ის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს. BlackRock-მა მესამე კვარტალი მართვის ქვეშ არსებული აქტივების რეკორდული მაჩვენებლით – 15,49 ტრილიონი დოლარით დაასრულა, რაც აშშ-ის მთლიანი ეკონომიკის, დაახლოებით ნახევარია. კვარტლის განმავლობაში

წაკითხვა
უცხოეთი

ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევროპელებს მოუწოდებს, უკრაინის დასახმარებლად წელიწადში ერთი კათხა ლუდით ნაკლები დალიონ

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად ევროკავშირის თითოეულმა მცხოვრებმა წელიწადში მხოლოდ ერთი კათხა ლუდის ღირებულების თანხა უნდა გაიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკა პრავდა” ლატვიურ გამოცემა „დელფიზე“ დაყრდნობით ავრცელებს. კულბერგსმა ასევე ხალხს მოუწოდა, ნაკლები ყურადღება დაუთმონ საკუთარ კომფორტს და აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს. ლატვიის პრემიერ-მინისტრის მიიჩნევს, რომ თითოეულმა ევროპელმა

წაკითხვა
უცხოეთი

ანდრეი ბაბიში – ვეწინააღმდეგები უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან 100 მილიარდი ევროს გამოყოფას, წევრ სახელმწიფოებს საკმარისი ფინანსური რესურსები არ აქვთ

ვფიქრობ, ყველას მშვიდობა გვსურს. არ ვამბობ, რომ მშვიდობა რუსეთის ზოგიერთი მოთხოვნის მიღებას გულისხმობს, მაგრამ ფაქტია, ომი გრძელდება, ევროპა კი პროცესებს მიღმაა დარჩენილი. პუტინთან გარიგების დადებით ტრამპმა, ფაქტობრივად, გვიღალატა. რაღაც უნდა გავაკეთოთ, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა. ამასთან, ბაბიშის თქმით, უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარება სესხის სახით უნდა გაიცეს და ევროკავშირის მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოში არ უნდა შევიდეს.

წაკითხვა
უცხოეთი

საფრანგეთში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატის, მარინ ლე პენის რეიტინგი 37-38 პროცენტამდე გაიზარდა

საფრანგეთში პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატის, მარინ ლე პენის რეიტინგი გაიზარდა. Odoxa-Backbone-ის კვლევის მიხედვით, ლე პენს გამოკითხულთა 37-38 პროცენტი უჭერს მხარს.ამასთან, ულტრამემარცხენე კანდიდატ ჟან-ლუკ მელანშონის მოწონების რეიტინგი 18 პროცენტია, რაც ორი პუნქტით მეტია მაისში მიღებულ მაჩვენებელზე. მას ედუარ ფილიპი მოჰყვება 17-პროცენტიანი რეიტინგით.Odoxa-Backbone-ის წინა გამოკითხვის შედეგებით, რომელიც 14 სექტემბერს გამოქვეყნდა, მარინ ლე პენი პირველ ტურში ხმების 33-36 პროცენტს

წაკითხვა