უცხოეთი

უცხოეთი
უცხოეთი

ზელენსკი: ნატომ ბელარუსში განთავსებული „ორეშნიკი“ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ უნდა განიხილოს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ნატომ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განთავსებული საშუალო რადიუსის რაკეტები „ორეშნიკი“ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ უნდა განიხილოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი და ბელარუსი ბელარუსის ტერიტორიაზე „ორეშნიკის“ განთავსებით „შოუს“ აწყობენ, რადგან იქ ჯერ მთლიანი კომპლექსი არ ჩაუტანიათ და „მხოლოდ შესაბამისი მანქანები“ ჰყავთ მობილიზებული. მისი აზრით, ამ ქმედებების

წაკითხვა
უცხოეთი

ვარშავაში ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი გააპროტესტეს

ვარშავაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტ ნავროცკის მოუწოდეს, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს ხელი არ მოაწეროს. კანონპროექტი „ევროპის უსაფრთხოების აქტის“ პროგრამის რეალიზებას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც პოლონეთმა თავდაცვის გასაძლიერებლად 43 მილიარდიანი კრედიტი უნდა მიიღოს. აქციის ორგანიზატორების თქმით, პროგრამა ამერიკულ იარაღზე დამოკიდებულების შემცირებასა და გერმანულ იარაღზე დამოკიდებულების გაზრდას ისახავს მიზნად, რაც სარგებელს გერმანიას მოუტანს, პოლონეთს კი ვალების

წაკითხვა
უცხოეთი

უიტკოფი: ჩვენმა ძალისხმევამ შესაძლოა უახლოეს სამ კვირაში პუტინისა და ზელენსკის შეხვედრამდე მიგვიყვანოს

აშშ-ის შუამავლობამ უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებში უახლოეს 3 კვირაში შესაძლოა ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირად შეხვედრამდე მიგვიყვანოს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა Fox News-თან ინტერვიუში. „მე და ჯარედი [კუშნერი] ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული ინიციატივები დაეხმარება მხარეებს პოზიციების დაახლოებაში უახლოესი 3 კვირის განმავლობაში – და, შესაძლოა, მიგვიყვანოს კიდეც სამიტამდე

წაკითხვა
უცხოეთი

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავის ახალ გლობალურ ტარიფებს 15%-მდე ზრდის

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, ყველა ქვეყნისთვის საქონლის იმპორტზე „გლობალურ ტარიფს“ 10%-დან 15%-მდე ზრდის. „მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დაუყოვნებლივ ვზრდი 10%-იან გლობალურ ტარიფს იმ ქვეყნებისთვის, რომელთაგანაც ბევრი ათწლეულების განმავლობაში დაუსჯელად „ძარცვავდა“ აშშ-ს (სანამ მე მოვიდოდი ხელისუფლებაში!), სრულად დაშვებულ და იურიდიულად დასაბუთებულ 15%-იან დონემდე“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში

წაკითხვა
უცხოეთი

ვიქტორ ორბანი: ბრიუსელს სურს რუსეთი ბრძოლის ველზე დაამარცხოს. ნაპოლეონს და ჰიტლერსაც იგივე სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ეკონომიკურად არა რუსეთი, არამედ ევროკავშირის ქვეყნები დაეცემიან

პარტია „ფიდესის“ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ვიქტორ ორბანმა ბრიუსელის პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა. როგორც უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რუსეთის დამარცხება ნაპოლეონსა და ჰიტლერსაც სურდათ, რაც არ გამოუვიდათ და ამას ვერც ევროკავშირის ლიდერები შეძლებენ. „ბრიუსელს სურს რუსეთი ბრძოლის ველზე დაამარცხოს. ნაპოლეონს და ჰიტლერსაც იგივე სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ალბათ კაია კალასი იქნება წარმატებული. სინამდვილეში, იმის თქმა მინდა, რომ მათ არასწორი პოლიტიკური

წაკითხვა
მნიშვნელოვანი უცხოეთი

მაკრონი სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გუშინ, ახალ დელიში ხელოვნური ინტელექტის სამიტზე, განცხადება გააკეთა, რომელმაც მოიცვა საერთაშორისო მედიასივრცე. მაკრონის თქმით, სოციალური მედიის პლატფორმების მიერ სიტყვის თავისუფლების დაცვა „წმინდა წყლის სისულელეა”, თუკი ეს თავისუფლება „ერთი სიძულვილის ენიდან მეორეზე” გადაჰყავს ადამიანებს, ხოლო ალგორითმები, რომლებიც ამ პროცესს მართავს, სრულიად გაუმჭვირვალეა. განცხადება მოხდა ისეთ ფონზე, როცა ევროპა და ამერიკა ციფრული რეგულირების

წაკითხვა
უცხოეთი

Euronews: აშშ-ის სამხედრო ძალები შაბათიდან ირანის დარტყმისთვის მზად არიან

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სამხედროები მზად იქნებიან ირანზე დარტყმისთვის რამდენიმე დღეში, რადგან დონალდ ტრამპი ქმედებებს განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის ბირთვული მოლაპარაკებები დიდ ხარვეზებს ავლენს, იუწყება რამდენიმე ამერიკული მედია საშუალება. აშშ-ის სამხედრო ძალები ირანზე შესაძლო თავდასხმისთვის შაბათიდან მზად იქნებიან, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განუცხადეს, – ამის შესახებ ამერიკული მედიის

წაკითხვა
უცხოეთი

ზელენსკი პუტინთან შესაძლო მოლაპარაკებებზე: ამ ომის დასასრულებლად და დიპლომატიაზე გადასასვლელად ისტორიული საუბრები არ მჭირდება, პუტინზე არანაკლები ისტორიული წიგნები წამიკითხავს, მისი ქვეყნის შესახებ მეტი ვიცი, ვიდრე მან უკრაინაზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან პოტენციურ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსული მხარის, კერძოდ კი, პუტინის მხრიდან ისტორიაზე საუბარი მხოლოდ დროის გაჭიანურების ტაქტიკა იქნება. „ამ ომის დასასრულებლად და დიპლომატიაზე გადასასვლელად ისტორიული საუბრები არ მჭირდება. პუტინზე არანაკლები ისტორიული წიგნები წამიკითხავს და ბევრი რამ მისწავლია. მე მისი ქვეყნის შესახებ მეტი ვიცი, ვიდრე მან უკრაინის შესახებ.

წაკითხვა
უცხოეთი

საფრანგეთმა რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული ტანკერი რამდენიმე მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა

საფრანგეთის ხელისუფლებამ ჯარიმის გადახდის შემდეგ GRINCH-ის ნავთობტანკერი, რომელიც რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის – გაათავისუფლა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ დაწერა. „ნავთობის ტანკერი GRINCH საფრანგეთის ტერიტორიულ წყლებს დატოვებს რამდენიმე მილიონი ევროს გადახდის შემდეგ, რომელიც ძვირი დაუჯდა. ევროპული სანქციების გვერდის ავლას თავისი ფასი აქვს. რუსეთი ვეღარ შეძლებს თავისი ომის დაუსჯელად დაფინანსებას ჩვენი სანაპიროების

წაკითხვა
უცხოეთი

Axios: აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ჟენევაში დასრულდა

ამერიკისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დასრულდა. ინფორმაციას გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს. ინფორმაციას ადასტურებენ ამერიკელი ჩინოვნიკებიც. დელეგაციები მოლაპარაკებების ადგილს უკვე ტოვებენ. მოლაპარაკებების მთავარი თემა ირანის ბირთვული პროგრამა იყო. რა შედეგებით დასრულდა შეხვედრა, უცნობია. ცნობისთვის, აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები რამდენიმე საათის წინ დაიწყო. ირანულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას

წაკითხვა