უცხოეთი

უცხოეთი
მნიშვნელოვანი უცხოეთი

ᲘᲡᲠᲐᲔᲚᲘᲡ ᲛᲔᲓᲘᲘᲡ ᲪᲜᲝᲑᲘᲗ, ᲘᲠᲐᲜᲛᲐ ᲰᲝᲠᲛᲣᲖᲘᲡ ᲡᲠᲣᲢᲔ ᲩᲐᲙᲔᲢᲐ

ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა. ამის შესახებ nexta live ისრაელის მედიაზე დაყრდნობით წერს.  თუ ინფორმაცია დადასტურდა, ნავთობის ფასები შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, რაც გლობალურ ეკონომიკას უზარმაზარ დარტყმას მიაყენებს. მსოფლიოში ნავთობისა და გაზის თითქმის მეხუთედი ჰორმუზის სრუტეზე გადის. სრუტე სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ის ახლო აღმოსავლეთიდან მომარაგების მთავარ მარშრუტს წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ნავთობის ტანკერების მოძრაობა უკვე შეჩერებულია.

წაკითხვა
უცხოეთი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აიათოლა ალი ხამეინიზე: რამდენადაც მე ვიცი, ცოცხალია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ცოცხალია. აღნიშნული განცხადება არაღჩიმ ამერიკულ ტელეარხთან NBC News-თან გააკეთა. არაღჩის განცხადებით, ცოცხალია აგრეთვე ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი. „რამდენადაც მე ვიცი, ყველა ცოცხალია. ცოცხლები არიან აგრეთვე სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი, პარლამენტის სპიკერი. მაღალი რანგის ყველა ოფიციალური პირი ცოცხალია. ცოცხალია აგრეთვე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

წაკითხვა
უცხოეთი

ირანმა კვლავ გაუშვა რაკეტები ისრაელის მიმართულებით

ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები მეორედ გაუშვა. ინფორმაციას ისრაელური მედია ქვეყნის თავდაცვის არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) განცხადებით, განგაშის სიგნალი ქვეყნის სამხრეთ მხარეშია ამოქმედებული. მოქალაქეებს თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებენ. „ამ დროისთვის ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები საფრთხის განეიტრალებას და სამიზნეების ჩამოგდებას ცდილობენ იქ, სადაც ეს საჭიროა. თავდაცვა ჰერმეტული არ არის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა

წაკითხვა
უცხოეთი

ბილ კლინტონი ეპშტეინთან კავშირებზე: მე არაფერი მინახავს და არაფერი დამიშავებია

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა განაცხადა, რომ ეპშტეინის საქმის მასალებში არსებული პიკანტური ფოტოები – მათ შორის ისიც, სადაც ის ჯაკუზიშია – არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მას „არაფერი დაუშავებია“. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Post-ი ავრცელებს. კლინტონმა განაცხადა, რომ ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტს ჩვენებას იმიტომ აძლევს, რომ „უყვარს თავისი ქვეყანა“, ხოლო

წაკითხვა
უცხოეთი

ჩინეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ირანში გამგზავრებისგან, რადგან „გარედან მომდინარე საფრთხის დონე მაღალია“. „ირანში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიმდინარე ვითარების გათვალისწინებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ირანში მდებარე ჩინეთის საელჩო და საკონსულოები ჩინეთის მოქალაქეებს აფრთხილებენ მოცემულ მომენტში თავი შეიკავონ ირანში გამგზავრებისგან“, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში. ხოლო, რაც შეეხება ირანში უკვე მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს,

წაკითხვა
უცხოეთი

აშშ საკუთარ დიპლომატებსა და მათი ოჯახის წევრებს ისრაელის დატოვებისკენ მოუწოდეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც საკუთარ დიპლომატებსა და მათ ოჯახის წევრებს ისრაელის დატოვებისკენ მოუწოდებს. „უსაფრთხოების რისკების არსებობის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი 27 თებერვლიდან უფლებას აძლევს აშშ-ის სახელმწიფო მოხელეებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომელთა ყოფნა საგანგებო მნიშვნელობის არ არის, დატოვო ისრაელი“, – აღნიშნულია განცხადებაში. გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტი ისრაელში აშშ-ის საელჩოს აძლევს უფლებას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე

წაკითხვა
უცხოეთი

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი გიუმრიში მდებარე რუსული ბაზის დახურვას არ გეგმავს – „ჩვენ რუსეთთან უახლოესი პარტნიორები ვართ, გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები“

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ოფიციალურ ერევანს ქალაქ გიუმრიში მდებარე რუსული ბაზის დახურვასთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ აქვს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. „ჩვენ არანაირი გეგმა, პროგრამა ან შეშფოთება რუსული სამხედრო ბაზის ყოფნასთან დაკავშირებით არ გვაქვს. ჩვენ რუსეთთან უახლოესი პარტნიორები ვართ, გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები“, – განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერმა აგრეთვე რუსეთს მადლობა გადაუხადა,

წაკითხვა
ეკონომიკა უცხოეთი

კვლევამ 29 000 სავაჭრო ტრანზაქცია გამოავლინა, რომლებიც 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიებზე რეგისტრირებულმა კომპანიებმა განახორციელეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულმა კვლევამ 29 000 სავაჭრო ტრანზაქცია გამოავლინა, რომლებიც 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის საზღვარგარეთის ტერიტორიებზე რეგისტრირებულმა კომპანიებმა განახორციელეს, რაც ჯამში 8 მილიარდი დოლარის (5.9 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) იყო. რუსული აგრესიის მეოთხე წლისთავზე ეკონომიკური სანქციები კვლავ საერთაშორისო რეაგირების ცენტრალურ საყრდენად რჩება, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა კი ფართომასშტაბიანი ზომები დააწესეს,

წაკითხვა
უცხოეთი

აშშ-ში უკრაინის ელჩი – რუსეთის ნოვოროსიისკის პორტზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა გაგვაფრთხილა, რომ ამან ამერიკის ეკონომიკურ ინტერესებზე გავლენა მოახდინა

რუსეთის ნოვოროსიისკის პორტზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა გაგვაფრთხილა, რომ ამან ამერიკის ეკონომიკურ ინტერესებზე გავლენა მოახდინა, – ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა. „მოვისმინეთ, რომ ნოვოროსიისკის პორტზე უკრაინის დარტყმებმა ზოგიერთ ამერიკულ ინვესტიციაზე გავლენა მოახდინა, რომელიც ყაზახეთის მეშვეობით ხორციელდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოვისმინეთ, რომ ამერიკულ ინტერესებზე შეტევისგან თავი უნდა შევიკავოთ“, – განაცხადა აშშ-ში უკრაინის ელჩმა. ელჩის ცნობით, აღნიშნულ

წაკითხვა
უცხოეთი

Reuters: ევროპარლამენტმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების შესახებ კენჭისყრა გადადო

ორშაბათს ევროპარლამენტმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების შესახებ კენჭისყრა გადადო. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გადაწყვეტილება განაპირობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საყოველთაო 15%-იანი იმპორტის გადასახადის დაწესებამ მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მისი გლობალური ტარიფები გააუქმა. ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო განიხილავდა წინადადებებს ამერიკულ საქონელზე იმპორტის უამრავი გადასახადის გაუქმების შესახებ, რაც ივლისის ბოლოს შოტლანდიაში მიღწეული შეთანხმების მთავარი ნაწილია. ასევე,

წაკითხვა