Reuters: ევროპარლამენტმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების შესახებ კენჭისყრა გადადო
ორშაბათს ევროპარლამენტმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების შესახებ კენჭისყრა გადადო. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გადაწყვეტილება განაპირობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საყოველთაო 15%-იანი იმპორტის გადასახადის დაწესებამ მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მისი გლობალური ტარიფები გააუქმა. ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო განიხილავდა წინადადებებს ამერიკულ საქონელზე იმპორტის უამრავი გადასახადის გაუქმების შესახებ, რაც ივლისის ბოლოს შოტლანდიაში მიღწეული შეთანხმების მთავარი ნაწილია. ასევე,