ბენიამინ ნეთანიაჰუ: არსებობს ბევრი ნიშანი იმისა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ცოცხალი აღარ არის
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა ირანზე განხორციელებული აშშ-ისრაელის ერთობლივი თავდასხმის შემდეგ. „ეს ომი ნამდვილ მშვიდობას მოიტანს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. მან ასევე აღნიშნა, რომ თეირანის ცენტრში მდებარე ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის რეზიდენცია სრულად განადგურებულია. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ხამენეის ბედთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი: „არსებობს ბევრი ნიშანი იმისა, რომ ხამენეი ცოცხალი აღარ არის“, – დასძინა მან.