კვლევამ 29 000 სავაჭრო ტრანზაქცია გამოავლინა, რომლებიც 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიებზე რეგისტრირებულმა კომპანიებმა განახორციელეს
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულმა კვლევამ 29 000 სავაჭრო ტრანზაქცია გამოავლინა, რომლებიც 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის საზღვარგარეთის ტერიტორიებზე რეგისტრირებულმა კომპანიებმა განახორციელეს, რაც ჯამში 8 მილიარდი დოლარის (5.9 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) იყო. რუსული აგრესიის მეოთხე წლისთავზე ეკონომიკური სანქციები კვლავ საერთაშორისო რეაგირების ცენტრალურ საყრდენად რჩება, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა კი ფართომასშტაბიანი ზომები დააწესეს,