ზურაბ ქადაგიძე: თუ პარიზსა და ბერლინში ცენზურა და პოლიტიკური ინსინუაცია დესტრუქციულია, თბილისში კონსტრუქციულად როგორ ჩაითვლება?! ბრიუსელის ბიუროკრატების ფერიცვალებას ნურავინ დაიჯერებთ – არაფერი აქვთ საერთო ევროპულ ღირებულებებთან
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დაბარების ფაქტი შეაფასა და განაცხადა, რომ შეხვედრის შემდეგ ელჩმა კვლავ ქართული მხარე დაადანაშაულა. მისივე თქმით, აშშ-ის კონგრესის მიერ გამოქვეყნებული 160-გვერდიანი დასკვნა ადასტურებს, რომ დემოკრატიის სახელით ცენზურის დაკანონება და ადამიანის უფლებების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება მიმდინარეობს. დეპუტატის განცხადებით, დოკუმენტში საუბარია ევროპული