ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ამ ომში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გამარჯვებულია – რუსეთი“, – განაცხადა კოშტამ ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების წინაშე გამოსვლისას. „ენერგორესურსებზე ფასების ზრდასთან ერთად, ის [რუსეთი] უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად ახალ რესურსებს იძენს. ის სარგებლობს იმ სამხედრო შესაძლებლობების სხვა მიმართულებით გადამისამართებით,