ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის აშშ-ში ვიზიტს Politico ეხმიანება
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის შეერთებულ შტატებში ვიზიტს გამოცემა Politico ეხმიანება. გამოცემა სამხარაძეზე დაყრდნობით წერს, რომ ვიზიტი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა იყო, მას შემდეგ, რაც 2024 წელს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველო „დემოკრატიულ უკუსვლასა“ და კრემლის მიბაძვაში დაადანაშაულა. სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის