არჩილ გორდულაძე – „ქოლცენტრები“ მძიმე დანაშაულია, რომელიც სხვისი ქონების თაღლითურად მითვისებისკენაა მიმართული, ელისო კილაძეს შეუძლია, სამართლიანი სასამართლოს წინაშე ამტკიცოს საკუთარი სიმართლე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ელისო კილაძეს შეუძლია, სამართლიანი სასამართლოს წინაშე ამტკიცოს საკუთარი სიმართლე. გორდულაძის თქმით, დანაშაულს ვინც ჩადის, პასუხისგებაშიც მიეცემა. „ქოლცენტრები“ მძიმე დანაშაულია, რომელიც თაღლითური გზით სხვისი ქონების მითვისებისკენაა მიმართული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ცდილობდნენ, ადამიანების ქონება მიეთვისებინათ და მიითვისეს კიდეც. ვინც დანაშაულს ჩადის, აუცილებლად მოხდება კიდეც მისი პასუხისგებაში მიცემა.