ლევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რათა შევძლოთ, რომ ორივე მხარისთვის და მოქალაქეებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ
ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა. მახაშვილის ინფორმაციით, ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის უერთიერთობებს და მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებს, რაც უერთიერთობების განახლებას უზრუნველყოფს. “ჩვენ გვიმასპინძლა ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის