რეგიონები

რეგიონები
რეგიონები საზოგადოება

მარტვილის მუნიციპალიტეტიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 14 აპრილს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანძადან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ლაბორატორიულად ცოფი დაუდასტურდა (გამოცდის ოქმი #2465). მათივე ცნობით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა შესაბამის უწყებას; დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები – დაავადების კერაში გამოცხადდა კარანტინი; ჩატარდა დეზინფექცია, მათ შორის, ცხოველთა

წაკითხვა
რეგიონები

ჩხოროწყუში სასაკლაოს გვერდის ავლით საქონლის დაკვლის ფაქტი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შსს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს სამმართველოს და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. არაგეგმური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი კ. წ. (მის: ჩხოროწყუ, სოფ. ლეწურწუმე) სავალდებულო აღიარებისა და ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის

წაკითხვა
რეგიონები

გუმბათი-ჩივთქილისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საავტომობილო გზის კმ18-კმ30 (გუმბათი-ჩივთქილისა) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

წაკითხვა
რეგიონები

შეკვეთილში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა

შეკვეთილში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი და გამგეობის წევრები სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრა რეგიონული ტურნეს ფარგლებში გაიმართა, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ გასულ კვირას დაიწყო. შეხვედრაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეუძლია. რეგიონული კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და მასში ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად სტუმრის სტატუსით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც დაესწრნენ.

წაკითხვა
რეგიონები

ცოტნე ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. მისი კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ანანიძეს მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო. ანანიძემ კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ახალი თანამდებობა არის არა პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობა. „ნებისმიერი მანდატი ეკუთვნის ხალხს და მინდა კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს გაკეთებული

წაკითხვა
რეგიონები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის საგზაო მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

წაკითხვა
რეგიონები

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სოფელ კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარებას ადგილზე სწავლობენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარებას ადგილზე ადგილზე სწავლობენ. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის მეწყრული სხეულის კონტურის ზედა ნაწილში (მოწყვეტის კიდე) პროცესები გადასულია სტაბილიზაციის ფაზაში, ხოლო მის ქვედა ნაწილში, მდ. წყალწითელას მარცხენა ფერდობზე (ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი) დინამიკა კვლავ

წაკითხვა
რეგიონები

სულხან თამაზაშვილი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელსაც აქვს საინტერესო, ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა „ამბასადორ აილენდ ბათუმის“ პირველი ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. სულხან თამაზაშვილის თქმით, პროექტის განხორციელება აქტიურ ფაზაშია და შავი ზღვის სანაპიროზე შეიქმნება თანამედროვე, მაღალი სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი. ,,ამბასადორის ხელოვნური კუნძულის

წაკითხვა
რეგიონები

ტყიბულის სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ

ტყიბულის სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ. მეწყრული პროცესების შესწავლას, დღეიდან სპეციალისტების დამატებითი ჯგუფიც შეუერთდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეწყერმა დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რის შედეგადაც 40-მდე ადგილობრივის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა. პირველადი შეფასებით, ამ ეტაპზე სრულად დანგრეულია 10 საცხოვრებელი სახლი, ხოლო დანარჩენებს, სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნება. მეწყერმა ასევე დააზიანა

წაკითხვა
რეგიონები

სულხან თამაზაშვილი: აჭარა ყოველთვის იყო და არის ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული კერა

,,კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან მადლიერების და პატივისცემის გამოხატვას იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება მიუძღვნეს ჩვენი ქვეყნის, ქართული კულტურის და ტრადიციების შენარჩუნებას“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენელთა დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, აჭარა ყოველთვის იყო ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული კერა. ,,აჭარა ყოველთვის

წაკითხვა