ვარლამ წიკლაური ბაკურიანის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, პირველ მოადგილესთან ნოდარ ტატალიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან საბა კბილაშვილთან ერთად ზამთრის ბანაკს ესტუმრა და ახალციხელ მონაწილეებს შეხვდა, – ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა სხვადასხვა აქტივობებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს და წარმატებები უსურვეს. „შეხვედრას ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე და ბანაკის ორგანიზატორი გოდერძი ჭოლაძე ესწრებოდნენ.