საზოგადოება

საზოგადოება
საზოგადოება

ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი გიგი უგულავაზე: ამ ნამუსგარეცხილი ბატონის მერობის დროს დაიწყო სწორედ ძაღლების მაშებით ხოცვა და ბეიკერის ორმოებში ჩაკვლა. უბრალოდ ყველას ყველაფერი გვახსოვს და როგორ ბედავს რომ ცხოველების უფლებებზე და კეთილდღეობაზე გვესაუბრება?

ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ “არასდროს ძაღლები არ არიან “ძაღლების” მხარეს”. კვალიაშვილის თქმით, სწორედ გიგი უგულავას მერობის დროს დაიწყო “ძაღლების მაშებით ხოცვა და ბეიკერის ორმოებში ჩაკვლა”. უფლებადამცველი პრეტენზიას გამოთქვამს, თუ როგორ ბედავს გიგი უგულავა, რომ ცხოველების უფლებებზე და კეთილდღეობაზე გვესაუბრება. “ამ ნამუსგარეცხილი ბატონის მერობის დროს დაიწყო

წაკითხვა
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო – ცხოველების დაწვის შესახებ ცრუ ბრალდებები ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით, ქვეყანაში შემუშავებულია პროგრამა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ცხოველების დაცვა, ასევე საფრთხე არ შეუქმნას ადამიანებს, – ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე თქმით, აღნიშნული პროგრამა, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება, ითვალისწინებს ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და კასტრაცია/სტერილიზაციას. „ეს საშუალებას მოგვცემს, დავიცვათ ისინი დაავადებებისგან, ასევე დავიცვათ მოსახლეობის უსაფრთხოება.​ ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა

წაკითხვა
საზოგადოება

მოსალოდნელი უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო, თბილისის საკრებულოს შენობის ფასადიდან პატრიარქის ბანერები დროებით მოიხსნება. ამინდის გაუმჯობესებისთანავე, ბანერები შენობაზე ისევ განთავსდება

მოსალოდნელი უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო, თბილისის საკრებულოს შენობის ფასადიდან პატრიარქის ბანერები დროებით მოიხსნება. ამინდის გაუმჯობესებისთანავე, ბანერები შენობაზე ისევ განთავსდება. აღნიშნულის თაობაზე „იმედინიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

წაკითხვა
საზოგადოება

მეუფე შიო: უწმინდესობა როგორც იღვწოდა თავისი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ერის მოსაქცევად, გასაერთიანებლად, გადასარჩენად, გარდაცვალების შემდეგაც ამას განაგრძობს. განაგრძობს ერის მოქცევას, ქადაგებას, ჩვენს გაერთიანებას

დავინახეთ, რომ მისი უწმინდესობა როგორც იღვწოდა თავისი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ერის მოსაქცევად, გასაერთიანებლად, გადასარჩენად, გარდაცვალების შემდეგაც ამას განაგრძობს. განაგრძობს ერის მოქცევას, ქადაგებას, ჩვენს გაერთიანებას, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ქადაგებისას. მისივე თქმით, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე ზეციური მფარველი იქნება. „ძვირფასო მეუფენო, მამანო, დედანო, ძმებო და

წაკითხვა
საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენ ამ დღეებში გვქონდა განცდა ტრაგედიის და გვქონდა განცდა იმედის – ერის ერთსულოვნება, ერთად დგომა, თითქოს გაუცხოება აღარ იყო ადამიანებს შორის. ეს უნდა შევინარჩუნოთ

ჩვენ ამ დღეებში გვქონდა განცდა ტრაგედიის, გვქონდა განცდა იმედის და ერთობის, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მისი თქმით, ასე ერთად მდგომი და შეკრული ერი მან 9 აპრილს იხილა. „მახსენდებოდა 9 აპრილის შემდგომი დღეები, როდესაც თან ტრაგედია ტრიალებდა ჩვენს გულში და თან გამარჯვების რიჟრაჟი იყო და ყველა ერთმანეთის ჭირისუფალი

წაკითხვა
საზოგადოება

დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით

დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის,

წაკითხვა
საზოგადოება

საპატრიარქო: სამების ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიისათვის

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ისდაკრძალვის ცერემონიისათვის, ასევე, რათა დაცულ იქნეს დელეგაციების დასწრებიდანგამომდინარე უსაფრთხოების სტანდარტები.- ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ცნობით, წირვა დაიწყება დილის 09:00 საათზე. „ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა

წაკითხვა
საზოგადოება

ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, პარტნიორობების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ელჩმა კევინ ჰამილტონმა, ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

წაკითხვა
საზოგადოება

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ალი ასადოვი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია, რათა სამძიმარი გამოეხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

წაკითხვა
საზოგადოება

აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის თავმჯდომარე, ვიკი ჰარცლერი: ძალიან დანაღვლიანებული ვართ ამ სამწუხარო ამბის გაგებით. ეს დიდი დანაკარგია ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისა და ყველა მორწმუნისათვის

აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის თავმჯდომარე, ვიკი ჰარცლერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქართველ ერს სამძიმარს უცხადებს. „ძალიან დანაღვლიანებული ვართ ამ სამწუხარო ამბის გაგებით. ეს დიდი დანაკარგია ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისა და ყველა მორწმუნისთვის. ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და სამძიმარი ელჩს, საელჩოსა და მთელ ქართველ ერს“, – აცხადებს ჰარცლერი.

წაკითხვა