საზოგადოება

საზოგადოება
საზოგადოება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს სამძიმრის წერილი მიიღო. როგორც წერილშია აღნიშნული, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სახელით, მსურს გამოვხატო ღრმა მწუხარება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო. 2020 წლის დეკემბერში

წაკითხვა
საზოგადოება

პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანმა პოლონეთის პრეზიდენტის სახელით საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანმა, ვოიჩეხ კოლარსკიმ პოლონეთის პრეზიდენტის სახელით საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. კოლარსკიმ თანაგრძნობა გამოხატა ქართველი ხალხის მიმართ იმ დიდი დანაკლისის გამო, რაც ქვეყნის სულიერი ლიდერის გარდაცვალებამ გამოიწვია. პოლონურმა მხარემ ხაზი გაუსვა ილია II-ის, როგორც უდიდესი სულიერი ავტორიტეტის როლს. აღინიშნა მისი თითქმის 50-წლიანი მოღვაწეობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში.

წაკითხვა
საზოგადოება

რომის პაპი: ილია მეორე თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებს, იმედით აღავსებდა ადამიანთა გულებს და მთელ საზოგადოებას

გულისტკივილით შევიტყვე ცნობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს, – ნათქვამია რომის პაპ ლეო XIV-ის სამძიმრის წერილში, რომელსაც კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. როგორც რომის პაპი წერილში აღნიშნავს, ილია მეორე თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში. „მის მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, სრულიად

წაკითხვა
საზოგადოება

მსოფლიო საპატრიარქოს ინფორმაციით, 22 მარტს თბილისში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაში მიიღებს მონაწილეობას

მსოფლიო საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოსი 22 მარტს თბილისში ჩამოვა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვაში მიიღებს მონაწილეობას. „მისი უწმინდესობა, მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოსი 2026 წლის 22 მარტს საქართველოს დედაქალაქ, თბილისში გაემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღოს მისი უწმინდესობის, საქართველოს გარდაცვლილი პატრიარქის ილია მეორის სამგლოვიარო პროცესიაში, რომელიც წმინდა სამების ტაძარში გაიმართება“, – აღნიშნულია განცხადებაში. მსოფლიო

წაკითხვა
საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამების საკათედრო ტაძართან ხალხის ნაკადი არ წყდება. მოქალაქეები უკანსაკნელ პატივს მიაგებენ კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

წაკითხვა
საზოგადოება

პატრიარქის დაკრძალვაზე ვატიკანიდან კარდინალი ჩამოვა

პატრიარქ ილია მეორეს დაკრძალვაზე, ვატიკანიდან საქართველოში ჩამოვა ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი. ამის შესახებ ინფორმაციას Catholic.ge–ს ვატიკანის საელჩო აწვდის. კარდინალთან ერთად დელეგაციაში იქნებიან: ▪︎ მონსენიორ ლადრაპა იარომირი, ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის თანამშრომელი; ▪︎ მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში; ▪︎ მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია, პაპის დესპანის მრჩეველი საქართველოში; ▪︎ ეპისკოპოსი

წაკითხვა
საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე, გთხოვთ, დარეკოთ სამგლოვიარო ზარები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დაირეკება. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე, გთხოვთ, დარეკოთ სამგლოვიარო ზარები“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

წაკითხვა
საზოგადოება

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის სასახლის წინ ევროპის დროშა დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის სასახლის წინ ევროპის დროშა დაეშვა.

წაკითხვა
მთავარი თემა საზოგადოება

The New York Times: პატრიარქი ილია II, საქართველოს სტაბილურობის სულიერი სიმბოლო. მან მსოფლიოში ერთ-ერთი ძველი ეკლესიის მმართველის რანგში ეკლესიისგან შექმნა ყველაზე ძლიერი და პატივსაცემი ინსტიტუტი

ამერიკული გამოცემა The New York Times-ი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას სპეციალურ სტატიას უძღვნის. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ილია მეორე იყო საქართველოს სტაბილურობის სულიერი სიმბოლო. სტატიის ავტორი ილია მეორეს მოიხსენიებს აგრეთვე ადამიანად, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნე მართავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და აქცია ის ეროვნული იდენტობის ქვაკუთხედად. „ოთხშაბათს ათასობით ქართველი მიაცილებდა სასახლეს, როცა მას ძველ თბილისში მდებარე

წაკითხვა
საზოგადოება

იერუსალიმის, როდოსის და მალტის წმ. იოანეს ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენი: ყველა მორწმუნის მიმართ გამოვხატავთ სამძიმარს, გვინდა, დაგარწმუნოთ, რომ თქვენთვის ვლოცულობთ

იერუსალიმის, როდოსის და მალტის წმ. იოანეს ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს უგზავნის. „თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ღრმა მწუხარებით შევიტყვე მისი უწმინდესობის, ილია II-ის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შესახებ – პიროვნებისა, რომელიც ქართველი ხალხისთვის დიდად პატივსაცემი სულიერი მამა იყო. მისი ხანგრძლივი მსახურების

წაკითხვა