საზოგადოება

საზოგადოება
მთავარი თემა საზოგადოება

როგორ განაწილდა მისაღები კვოტები უნივერსიტეტებისთვის?

სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით. • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები. •საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო- ტექნიკურ დისციპლინებზე.

წაკითხვა
საზოგადოება

გივი მიქანაძე – წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით, 2 000-ით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება – ამას დაემატება პროფესიულ პროგრამებზე მისაღები დაახლოებით, 10 000 სტუდენტი

წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით, 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება – ამას დაემატება პროფესიულ პროგრამებზე მისაღები დაახლოებით, 10 000 სტუდენტი, რომელიც განათლებას, ასევე, სრულიად უფასოდ მიიღებს, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ შესაბამისად,

წაკითხვა
ეკონომიკა საზოგადოება

„სანტეს“ იურისტი: ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა ნედლეულის ფასი. რაც უფრო მეტი ფერმა იქნება, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის, რადგან რძის ფასი გაიაფდება და შესაბამისად გამოიწვევს საბოლოო პროდუქტის ფასის გაიაფებას

კომპანია „სანტეს“ წარმომადგენელმა გიორგი გეწაძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე კომპანიის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევაზე ისაუბრა. გიორგი გეწაძის განმარტებით, კომპანიისთვის მთავარი პრობლემა ნედლეულის ფასია. ის მომწოდებლების რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ თუ ფერმერული სექტორი განვითარდება და რძის მწარმოებელი მეტი კომპანია გაჩნდება, კონკურენცია გაიზრდება, რძე გაიაფდება და

წაკითხვა
ეკონომიკა საზოგადოება

საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა

საქართველოს საპენსიო ფონდი 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ფონდის ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 715 ათასი ადამიანია. 2026 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 27,643-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 129,544,402.18 ლარი. იანვრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.4 მილიარდ ლარს მიაღწია.

წაკითხვა
საზოგადოება

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით სამუშაო სიღარიბის დონე ქვეყანაში ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და 2012 წლის შემდეგ 10-ჯერ არის შემცირებული

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსიც გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმებულების რაოდენობას. ILO-ს შეფასებით, საქართველოში 2025 წელს დასაქმებულთა შორის სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი პირების დონე ახალ ისტორიულ მინიმუმადე შემცირდა და 1,4%-ს გაუთანაბრდა. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით საქართველოში 2 წელიწადში სამუშაო სიღარიბე ორნახევარჯერ, 2012 წელთან

წაკითხვა
საზოგადოება სამართალი

მსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატო-ს 10 წევრ სახელმწიფოს

Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია, პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სერიოზულ პრობლემად რჩება. ინდექსში შეფასებულია 182 ქვეყანა. ასევე, აღნიშნულია, რომ გლობალური საშუალო მაჩვენებელი 42 ქულამდე დაეცა, რაც ბოლო წლების ყველაზე დაბალი შედეგია. ანგარიშის მიხედვით, ქვეყნების ორ მესამედზე მეტს 50-ზე ნაკლები ქულა აქვს, რაც კორუფციის სისტემურ ხასიათზე მიუთითებს. მხოლოდ 31

წაკითხვა
საზოგადოება

რევაზ სოხაძემ ქვეშეთი-კობის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ ქვეშეთი-კობის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობასა და პროექტთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, მლეთა-გუდაურისა და გუდაური-კობის მონაკვეთები ზამთრის პერიოდში ხშირად იკეტება ზვავსაშიშროების გამო, რაც გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებს. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის  ფარგლებში, ზაფხულში გაიხსნება გუდაურამდე

წაკითხვა