იერუსალიმის, როდოსის და მალტის წმ. იოანეს ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენი: ყველა მორწმუნის მიმართ გამოვხატავთ სამძიმარს, გვინდა, დაგარწმუნოთ, რომ თქვენთვის ვლოცულობთ
იერუსალიმის, როდოსის და მალტის წმ. იოანეს ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს უგზავნის. „თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ღრმა მწუხარებით შევიტყვე მისი უწმინდესობის, ილია II-ის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შესახებ – პიროვნებისა, რომელიც ქართველი ხალხისთვის დიდად პატივსაცემი სულიერი მამა იყო. მისი ხანგრძლივი მსახურების