დუბაიში რაკეტის ნამსხვრევებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
უცხოეთი

დუბაიში რაკეტის ნამსხვრევებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დუბაიში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

მათივე თქმით, ინციდენტი ალ-ბარშას რაიონში მოხდა. მამაკაცი მანქანას მართავდა, რა დროსაც ნამსხვრევები მანქანას დაეცა.