სახელმწიფო ბიუჯეტის მთავარი მიზანია, რომ საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად პასუხობდეს ყველა არსებული პროგრამა, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ გაიზარდოს ეკონომიკური ბრუნვის მაჩვენებელი და შესაბამისად ბიუჯეტიც.
„გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი, რომლის მთავარი საფუძველი მშვიდობა და პრაგმატული პოლიტიკაა. სახელმწიფოს ბიუჯეტის მთავარი მიზანია, რომ საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად პასუხობდეს ყველა არსებული პროგრამა. ვაგრძელებთ ისევ და ისევ თავისუფალ ეკონომიკურ გარემოში სხვადასხვა მულტივექტოროული პოლიტიკის წარმოებით, ეკონომიკური აქტივობით და რაც მთავარია მშვიდობის უზრუნველყოფით გაიზარდოს ეკონომიკური ბრუნვის მაჩვენებელი და შესაბამისად ბიუჯეტიც, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ადამიანზე აისახოს“, – აღნიშნა გორდულაძემ.
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი ვერსიის საკომიტეტო განხილვები გრძელდება.