გია აბაშიძე: როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო “ნაცები” ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ. ეს მათი ხელწერაა- სხვისი უბედურება, ადამიანების ტკივილი და საერთო ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის “გასაპიარებელ” მასალად აქციონ
პოლიტიკა

გია აბაშიძე: როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო “ნაცები” ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ. ეს მათი ხელწერაა- სხვისი უბედურება, ადამიანების ტკივილი და საერთო ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის “გასაპიარებელ” მასალად აქციონ

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე ყველა შესაბამისი სახელმწიფო და მუნიციპალური სამსახური მობილიზებულია. შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი პირადად აკონტროლებს სამაშველო ოპერაციას, მიმდინარეობს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა და დაშავებულების დახმარება – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძის თქმით, როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო “ნაცები” ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ. მისივე თქმით, მათი ხელწერაა, სხვისი უბედურება, ადამიანების ტკივილი და საერთო ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის “გასაპიარებელ” მასალად აქციონ.

მისი შეფასებით, საზოგადოება არ უნდა შეეგუოს იმას, რომ სხვის უბედურებაზე ნადირობა და ტრაგედიით სპეკულირება პოლიტიკური ბრძოლის მისაღებ მეთოდად იქცეს.

„ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე ყველა შესაბამისი სახელმწიფო და მუნიციპალური სამსახური მობილიზებულია. შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი პირადად აკონტროლებს სამაშველო ოპერაციას, მიმდინარეობს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა და დაშავებულების დახმარება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ლაბორატორია კორპუსის მდგრადობას სწავლობს, საჭიროების შემთხვევაში კი 90-ვე ოჯახის სასტუმროებში განთავსებისთვის ყველაფერი მზად არის. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ადამიანების გადასარჩენად და დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად.
და ზუსტად ამ დროს, როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო “ნაცები” ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ. ეს მათი ძველი, კარგად ნაცნობი ხელწერაა — სხვისი უბედურება, ადამიანების ტკივილი და საერთო ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის “გასაპიარებელ” მასალად აქციონ. ეს არა მხოლოდ ცინიზმის უკიდურესი გამოვლინებაა, არამედ ადამიანური და ზნეობრივი გაკოტრების სრული დემონსტრირებაა.
ასეთი პოლიტიკური სვავები ასაკრძალები და გასაუქმებლები კი არა, საჯარო სივრციდან გასაძევებლები არიან! საზოგადოებამ არ უნდა შეეგუოს იმას, რომ სხვის უბედურებაზე ნადირობა და ტრაგედიით სპეკულირება პოლიტიკური ბრძოლის მისაღებ მეთოდად იქცეს.“ – წერს აბაშიძე.