გიორგი გაბუნია: ჩვენ ევროკავშირთან გვსურს კარგი ურთიერთობა და არა კარგი ფოტოები. ზელენსკის უამრავი ბრწყინვალე ფოტო აქვს ალბათ ფონ დერ ლაიენთან, მარტა კოსთან და კაია კალასთან, მაგრამ სისხლში და ფერფლშია გახვეული უკრაინა
პოლიტიკა

ზელენსკის უამრავი ბრწყინვალე ფოტო აქვს ალბათ ფონ დერ ლაიენთან, მარტა კოსთან და კაია კალასთან, მაგრამ სისხლში და ფერფლშია გახვეული უკრაინა,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი გაბუნია ბრიუსელში, პრემიერ ირაკლი კობახიძის მიმართ “ევრონიუსის” ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას იმის თაობაზე, პრემიერმა იცის თუ არა, რომ ევროპაში არიან სახელმწიფო ლიდერები, რომლებსაც მასთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა სურს და არა კარგი ფოტოები.

“როდიდან გახდა ფოტოების გადაღება ევროინტეგრაციის ახალი კრიტერიუმი არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ევროკავშირთან გვსურს კარგი ურთიერთობა და არა კარგი ფოტოები..

ზელენსკის უამრავი ბრწყინვალე ფოტო აქვს ალბათ ფონ დერ ლაიენთან, მარტა კოსთან და კაია კალასთან, მაგრამ სისხლში და ფერფლშია გახვეული უკრაინა..”- წერს გიორგი გაბუნია.