ჯიბუტის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 139 ადამიანი დაიღუპა, 84 კი დაკარგულად ითვლება.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ცნობით, დაღუპულთა შორის, სულ მცირე, 15 ბავშვია. მათივე ცნობით, 8 ოქტომბრის ღამით ჯიბუტიდან იემენში მიმავალი ნავი ქალაქ ობოკის ჩრდილოეთით ჩაიძირა.
ამასთან, მაშველებმა 80-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ყველა მათგანი ეთიოპიის მოქალაქე იყო.
„ეს სიცოცხლის დამანგრეველი დანაკარგია. ჩვენი ფიქრები გადარჩენილებთან და ოჯახებთანაა, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები ან არ იციან ნათესავების ბედის შესახებ“, – განაცხადა ჯიბუტიში IOM-ის მისიის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე კოისაკმა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, ჯიბუტის გავლით ყოველწლიურად ათასობით მიგრანტი ცდილობს ჩრდილოეთით გადაადგილებას და ბაბ ელ მანდების სრუტის გადაკვეთას. IOM-ის მონაცემებით, ამ მარშრუტის გადაკვეთისას 2025 წელს 900-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა.