შალვა პაპუაშვილი: თუ რაიმეს უწუნებს კომისარი კოსი ქრისტიანულ ღირებულებებს, გვითხრას რას უწუნებს. რაც შეეხება ქაღალდზე კანდიდატობას, მას შეუძლია რამდენჯერაც უნდა ეს ყალბი, ხატოვანი გამოთქმა გამოიყენოს, მაგრამ პასუხი ერთია – სჯობს ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ქაღალდზე სახელმწიფო
პოლიტიკა

მოლდოვაში წლებია არის ეკონომიკური სტაგნაცია, უკრაინაში უკვე წლებია არის ომი. ზუსტად ორივე სცენარი ერთბაშად ემუქრებოდა საქართველოს, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ასე იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას რომ დაეჯერებინა მარტა კოსისთვის და ბრიუსელის სხვა ბიუროკრატებისთვის

„ქალბატონმა კოსმა თქვა, რომ ევროპულ ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს საქართველოო. ცოტა გაუგებარია. საქართველო დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე. თუ რაიმეს უწუნებს კომისარი კოსი ქრისტიანულ ღირებულებებს, გვითხრას რას უწუნებს. რაც შეეხება ქაღალდზე კანდიდატობას, მას შეუძლია რამდენჯერაც უნდა ეს ყალბი, ხატოვანი გამოთქმა გამოიყენოს, მაგრამ პასუხი ერთია – სჯობს ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ქაღალდზე სახელმწიფო.

ასე იქნებოდა, ჩვენ რომ დაგვეჯერებინა მარტა კოსისთვის და ბრიუსელის სხვა ბიუროკრატებისთვის. რომ წავსულიყავით ესკალაციაზე, დღეს ვიქნებოდით უკრაინისა და მოლდოვის მდგომარეობაში. მოლდოვაში წლებია არის ეკონომიკური სტაგნაცია, უკრაინაში უკვე წლებია არის ომი. ზუსტად ორივე სცენარი ერთბაშად ემუქრებოდა საქართველოს, რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისათვის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.