New York Times-მა უკრაინის სამხედრო შესყიდვების სისტემაში თაღლითობის, სახსრების გაფლანგვისა და ეფექტიანი მართვის ნაკლებობის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.
სტატიაში სახელწოდებით „უკრაინაში თაღლითობა და გაფლანგვა იარაღის ახალი კონტრაქტებით ჯილდოვდება“ გამოცემა წერს, რომ არასათანადო კონტროლის გამო ქვეყანამ 2024 წელს მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.
გამოცემის ცნობით, იარაღის შესყიდვაში ჩართულები იყვნენ კორუფციულ საქმიანობაში შემჩნეული კომპანიები, ასევე აღირიცხა შეიარაღებაში ზედმეტი თანხის გადახდისა და უხარისხო პროდუქციის შესყიდვის ფაქტები. NYT წერს, რომ ამ პრობლემებმა სამხედრო დახმარების გაზრდის მოთხოვნის პარალელურად, უკრაინის თავდაცვისუნარიანობა შეასუსტა.