საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა დაახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგისოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი(აკადემიკოსი) გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ჩინეთის სახალხორესპუბლიკაში, ქალაქ სანიაში, აკადემიკოსის დიპლომი და მედალი, ასევემეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვისსპეციალური ჯილდო გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონია გაიმართა აზიის მეცნიერებათა აკადემიისგენერალური ასამბლეისა და აზიის პირველი მაღალი დონის სამეცნიეროფორუმის — „სარტყელი და გზა — მომავლის სამეცნიერო და ტექნოლოგიურიფორმირება“ — ფარგლებში.
აზიის მეცნიერებათა აკადემია, რომლის სათაო ოფისი ჰონგ-კონგშიმდებარეობს, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელოვანიპლატფორმაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისსამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. მის საქმიანობაშიჩართული არიან ჩინეთის, ინდოეთის, პაკისტანის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, საფრანგეთის, პოლონეთის, საბერძნეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა დაკანადის წარმომადგენლები.
გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეასსაგანგებო მიწვევით ესწრებოდა. მისი აკადემიკოსად არჩევა დასაერთაშორისო სამეცნიერო აღიარება მნიშვნელოვანი მოვლენაასაქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისთვის და ხელს უწყობს ქვეყნისაკადემიური წრეების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას.
გიორგი სოსიაშვილთან ერთად აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურასამბლეასა და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობა მიიღესგორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრემღებრიშვილმა და რექტორის მოადგილემ, ზურაბ ზურაბაშვილმა.
აღნიშნული საერთაშორისო ღონისძიება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყოსამეცნიერო და საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავების, საერთაშორისოაკადემიური თანამშრომლობის გაფართოებისა და საქართველოს სამეცნიეროპოტენციალის წარმოჩენის თვალსაზრისით.



