ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვნიდან ერთი, 11 წლის ბიჭი კლინიკიდან უკვე გაეწერა. ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში მკურნალობას განაგრძობს ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
31 წლის მამაკაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, კვლავ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.