შალვა პაპუაშვილი დღეს ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერთან პირისპირ შეხვედრას გამართავს. ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან პალატის საგარეო და ევროპულ საქმეთა, საგარეო დახმარების, იმიგრაციისა და თავშესაფრის საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის წარმომადგენლებს.