ᲐᲠᲐᲑᲗᲐ ᲒᲐᲔᲠᲗᲘᲐᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲐᲐᲛᲘᲠᲝᲔᲑᲘᲡ ᲕᲘᲪᲔ-ᲞᲠᲔᲛᲘᲔᲠᲛᲐ ᲓᲐ ᲡᲐᲒᲐᲠᲔᲝ ᲡᲐᲥᲛᲔᲗᲐ ᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲛᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲡᲐᲒᲐᲜᲒᲔᲑᲝ ᲓᲐ ᲡᲠᲣᲚᲣᲤᲚᲔᲑᲘᲐᲜ ᲔᲚᲩᲡ „ᲒᲐᲜᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲘᲦᲬᲔᲕᲔᲑᲘᲡ ᲯᲘᲚᲓᲝ“ᲒᲐᲓᲐᲡᲪᲐ
პოლიტიკა

ᲐᲠᲐᲑᲗᲐ ᲒᲐᲔᲠᲗᲘᲐᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲐᲐᲛᲘᲠᲝᲔᲑᲘᲡ ᲕᲘᲪᲔ-ᲞᲠᲔᲛᲘᲔᲠᲛᲐ ᲓᲐ ᲡᲐᲒᲐᲠᲔᲝ ᲡᲐᲥᲛᲔᲗᲐ ᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲛᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲡᲐᲒᲐᲜᲒᲔᲑᲝ ᲓᲐ ᲡᲠᲣᲚᲣᲤᲚᲔᲑᲘᲐᲜ ᲔᲚᲩᲡ „ᲒᲐᲜᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲘᲦᲬᲔᲕᲔᲑᲘᲡ ᲯᲘᲚᲓᲝ“ᲒᲐᲓᲐᲡᲪᲐ

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერის მიერ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისთვის ჯილდოს გადაცემის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„22 ოქტომბერს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხმა აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ჯანჯღავას, გადასცა „განსაკუთრებული მიღწევების ჯილდო“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს შორის საქართველოს საელჩოს გამორჩეული საქმიანობის, ინოვაციური მიღწევებისა და სხვადასხვა სფეროში სამინისტროსთან წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის აღიარების ნიშნად”, – წერს საქართველოს საელჩო.