ტიერი მარიანი ევროპარლამენტს: 2024 წლიდან მოყოლებული, თქვენ იყენებთ მეთოდებს საქართველოში ლეგიტიმურად არჩეული მთავრობისთვის ძირის გამოსათხრელად – შეწყვიტეთ ეს ჩარევა, ზეწოლა და შანტაჟი ამ დემოკრატიულ ქვეყანაში
ეს პარლამენტი აგრძელებს ყურადღების ფოკუსირებას საქართველოზე აღმაშფოთებელი სიტყვებით, პოლიტიკური ზეწოლით, შანტაჟითა და ფინანსური მუქარებით ბრიუსელის მხრიდან ამ ქვეყნის წინააღმდეგ, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს. „ამჯერად ეს არის თავდასხმა პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ – აშკარა მანიპულაცია, რადგან თქვენ ვერ მოახდენთ იმ პოლიტიკური მოძრაობის დისკრედიტაციას, რომელსაც 2024 წლის არჩევნებში მოსახლეობის 50%-ზე მეტმა