სიახლეები

სიახლეები
უცხოეთი

ვარშავაში ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი გააპროტესტეს

ვარშავაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტ ნავროცკის მოუწოდეს, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს ხელი არ მოაწეროს. კანონპროექტი „ევროპის უსაფრთხოების აქტის“ პროგრამის რეალიზებას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც პოლონეთმა თავდაცვის გასაძლიერებლად 43 მილიარდიანი კრედიტი უნდა მიიღოს. აქციის ორგანიზატორების თქმით, პროგრამა ამერიკულ იარაღზე დამოკიდებულების შემცირებასა და გერმანულ იარაღზე დამოკიდებულების გაზრდას ისახავს მიზნად, რაც სარგებელს გერმანიას მოუტანს, პოლონეთს კი ვალების

წაკითხვა
პოლიტიკა

ლევან ჭოტორლიშვილი დებატებზე: გადაუარა პარლამენტის თავმჯდომარემ დებატებში ოპოზიციას. ფაქტია, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან კატასტროფულად აგებს ნებისმიერ დებატს

გადაუარა პარლამენტის თავმჯდომარემ დებატებში ოპოზიციას, – ასე აფასებს პროფესორი, ლევან ჭოტორლიშვილი, „იმედზე” გამართულ დებატებში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მონაწილეობას. ჭოტორლიშვილის შეფასებით, ოპოზიცია ქვეყნის ხელისუფლებასთან ნებისმიერ დებატს აგებს, რის მიზეზადაც „სიმართლის ნაკლებობას, ინტელექტის ნაკლებობას და სიზარმაცეს” ასახელებს. „გადაუარა პარლამენტის თავმჯდომარემ დებატებში ოპოზიციას. ფაქტია, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან კატასტროფულად აგებს ნებისმიერ დებატს. მე ვხედავ სამ მიზეზს ასეთი ხელმოცარულობის:

წაკითხვა
უცხოეთი

უიტკოფი: ჩვენმა ძალისხმევამ შესაძლოა უახლოეს სამ კვირაში პუტინისა და ზელენსკის შეხვედრამდე მიგვიყვანოს

აშშ-ის შუამავლობამ უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებში უახლოეს 3 კვირაში შესაძლოა ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირად შეხვედრამდე მიგვიყვანოს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა Fox News-თან ინტერვიუში. „მე და ჯარედი [კუშნერი] ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული ინიციატივები დაეხმარება მხარეებს პოზიციების დაახლოებაში უახლოესი 3 კვირის განმავლობაში – და, შესაძლოა, მიგვიყვანოს კიდეც სამიტამდე

წაკითხვა
უცხოეთი

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავის ახალ გლობალურ ტარიფებს 15%-მდე ზრდის

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, ყველა ქვეყნისთვის საქონლის იმპორტზე „გლობალურ ტარიფს“ 10%-დან 15%-მდე ზრდის. „მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დაუყოვნებლივ ვზრდი 10%-იან გლობალურ ტარიფს იმ ქვეყნებისთვის, რომელთაგანაც ბევრი ათწლეულების განმავლობაში დაუსჯელად „ძარცვავდა“ აშშ-ს (სანამ მე მოვიდოდი ხელისუფლებაში!), სრულად დაშვებულ და იურიდიულად დასაბუთებულ 15%-იან დონემდე“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში

წაკითხვა
უცხოეთი

ვიქტორ ორბანი: ბრიუსელს სურს რუსეთი ბრძოლის ველზე დაამარცხოს. ნაპოლეონს და ჰიტლერსაც იგივე სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ეკონომიკურად არა რუსეთი, არამედ ევროკავშირის ქვეყნები დაეცემიან

პარტია „ფიდესის“ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ვიქტორ ორბანმა ბრიუსელის პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა. როგორც უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რუსეთის დამარცხება ნაპოლეონსა და ჰიტლერსაც სურდათ, რაც არ გამოუვიდათ და ამას ვერც ევროკავშირის ლიდერები შეძლებენ. „ბრიუსელს სურს რუსეთი ბრძოლის ველზე დაამარცხოს. ნაპოლეონს და ჰიტლერსაც იგივე სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ალბათ კაია კალასი იქნება წარმატებული. სინამდვილეში, იმის თქმა მინდა, რომ მათ არასწორი პოლიტიკური

წაკითხვა
საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებაზე: ჩვენი მთავარი ამოცანაა სოციალური სამართლიანობა შეიქმნას და სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი თანხები ხმარდებოდეს მათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს

ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ, რომ სოციალური სამართლიანობა შეიქმნას. რომ ქვეყანაში არსებობდეს სისტემა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი თანხები ხმარდებოდეს მათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. როგორც ცნობილია, უწყება სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს. მიხეილ სარჯველაძის თქმით, რეესტრში არიან ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც აღარ

წაკითხვა
პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმ მიზეზებზე, რის გამოც საქართველომ შეაჩერა საკუთარი წევრობა ასამბლეაში – განვუცხადე, რომ საქართველო მზადაა, დაბრუნდეს ასამბლეის სრულფასოვან წევრად

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრები ჰქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, პეტრა ბაიერთან და ასევე მედია თავისუფლების საკითხებში, ეუთოს წარმომადგენელთან იან ბრაატუსთან. „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმ მიზეზებზე, რის გამოც საქართველომ შეაჩერა საკუთარი წევრობა ასამბლეაში.

წაკითხვა
სამართალი

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.  როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ ჩადენილ ქმედებას. „სხვადასხვა საინფორმაციო არხებით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებები შესთავაზა, რაზეც განვმარტავთ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას“, – ნათქვამია განცხადებაში.  

წაკითხვა
რეგიონები

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

წაკითხვა
მთავარი თემა მნიშვნელოვანი

მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც დღეისთვის, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა

ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამ მიზეზთა გამო იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად, – განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ ის ოჯახები,

წაკითხვა