სიახლეები

სიახლეები
პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს. „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს

კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ! – წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში. ლატარიას თქმით, ის აუცილებლად გახსნიდა უახლესი ისტორიის მუზეუმს, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და მუდმივ რეჟიმში ჩართული „კასრების” ვიდეოები. ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კადრები რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს

წაკითხვა
ეკონომიკა პოლიტიკა საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ დღეს განიხილა საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების საკითხი.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე, ეროვნული ბანკის საბჭოს მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა, რომ ნანა ყეინიშვილი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული

წაკითხვა
პოლიტიკა სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: 2026 წლის 3 სექტემბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

2026 წლის 3 სექტემბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში. ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ ინსტრუმენტი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური საშუალება.

წაკითხვა
უცხოეთი

მარტა კოსი – თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს კიდევ უფრო შორდება

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით, ევროპაში შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით, ორგანიზაცია დაინტერესებულია თურქეთთან თანამშრომლობით და ორივე მხარისთვის სასარგებლო ურთიერთობების განვითარებით, თუმცა დემოკრატიულ სტანდარტებთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.„მედიის თავისუფლებასთან, LGBTQI+ ადამიანების უფლებებსა და ადგილობრივ დემოკრატიასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენები თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს კიდევ უფრო აშორებს“, – განაცხადა კოსმა.თურქეთის ხელისუფლებას ევროკომისრის განცხადებებზე კომენტარი ჯერჯერობით

წაკითხვა
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან დახსნის ოპერაცია ჩავარდა, Amnesty International-მა კი თაღლითის სახელი დაიმკვიდრა – სამყარომ შეიტყო, რომ მომაკვდავი დიქტატორი სასწაულებრივად აღარ მოკვდა, კახექსია დაძლია, დემენციისგან განიკურნა და შვილიც შეეძინა

ის, რომ Amnesty International-ი თაღლითობის გზაზე იყო დამდგარი, ჯერ კიდევ 2023 წელს გამოჩნდა, როდესაც ის სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნის უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში.პაპუაშვილი ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, რომელმაც Amnesty International-ს თაღლითური ორგანიზაცია უწოდა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, Amnesty International-ის ცილისმწამებლური განცხადებიდან რამდენიმე კვირაში, სტრასბურგის

წაკითხვა
უცხოეთი

მარკო რუბიო: „Amnesty International“-ი თაღლითური ორგანიზაციაა

„Amnesty International“-ი თაღლითური ორგანიზაციაა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრ პაულუ რანჟელთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა. კითხვა შეეხებოდა აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის, სახელწოდებით „Epic Furry” ფარგლებში, პორტუგალიის ლაჟესის აეროდრომის გამოყენებას და ამის გამო დაწყებულ გამოძიებას საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაძლო დარღვევის გამო. კონკრეტულად კი, „Amnesty International“-ის განცხადებას, რომ

წაკითხვა
უცხოეთი

Ipsos Public Opinion Institute – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგი 28%-ს შეადგენს, ფრიდრიხ მერცის ბლოკის რეიტინგი კი 20%-მდე შემცირდა

Der Spiegel-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მხარდაჭერა 28%-ს შეადგენს, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ბლოკის (CDU/CSU) რეიტინგი კი კიდევ შემცირდა და 20%-მდე დაეცა. კვლევაში მესამე ადგილს 15%-ით იკავებს პარტია „მწვანეები“ (The Greens). შემდეგ მოდის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SPD) 13%-ით და „მემარცხენეები“ (Die Linke) 12%-ით. 5%-ზე ნაკლები აიღეს „თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ“ (FDP) და „სარა

წაკითხვა
პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ,,აკაცუკების” გადმოსახედიდან, თურმე მარტო ერთი ძალიან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი, მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე – შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის

გიორგი გამსახურდია, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის მიმართ ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ “აკაცუკებისთვის” შემაშფოთებელია, როდესაც ამჟამინდელი ომბუდსმენი მიკერძოებული არ არის. გამსახურდია იოსელიანს მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ამ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის ისეთი სახალხო დამცველია მისაღები, როგორებიც ნინო ლომჯარია და გიორგი ბურჯანაძე არიან. ,,აკაცუკების გადმოსახედიდან, თურმე მარტო ერთი ვიწრო, ძალიან ვიწრო,

წაკითხვა
პოლიტიკა

ანა წითლიძე ნანა ყეინიშვილის საქმეზე: ზურაბიშვილს რა მოტივაცია ჰქონდა, ეს ადამიანი კანდიდატად რომ წარადგინა, გრძნობს ამაზე პასუხისმგებლობას? აღიარებს საკუთარ შეცდომას?

სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა ყეინიშვილი, მისი კანდიდატი იყო და გადასარევად იცოდა მისი კორუმპირებულობის შესახებ, ზურაბიშვილს რა მოტივაცია ჰქონდა, ეს ადამიანი კანდიდატად რომ წარადგინა? გრძნობს ამაზე პასუხისმგებლობას? აღიარებს საკუთარ შეცდომას? – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში. „სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა — მისი კანდიდატი იყო და გადასარევად იცოდა მისი კორუმპირებულობის შესახებ. ქოცებს ახლა რაში დასჭირდათ მის

წაკითხვა
ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს, როგორც ძლიერი, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო პარტნიორის პოზიციონირების გასაძლიერებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

საქართველო ისტორიულად იყო რეგიონებისა და ეკონომიკების დამაკავშირებელი ქვეყანა. დღეს, როდესაც საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება, ჩვენი ქვეყნის როლი კიდევ უფრო სტრატეგიული ხდება, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს რკინიგზა ამ პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია. „საქართველოს,

წაკითხვა