ნიკოლოზ მეტრეველი რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე: საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, არ დაუშვას ისეთი პროცესების პროვოცირება, რომელმაც შეიძლება ქვეყანა სამხედრო ესკალაციის ან ჰიბრიდული ზეწოლის ახალ ეტაპზე გადაიყვანოს
„საქართველომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას არ შეუერთდა არა იმიტომ, რომ უკრაინის ტკივილს ან საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობას არ აღიარებს, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია პირველ რიგში საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და ეკონომიკური სტაბილურობის რეალური რისკები გაითვალისწინოს“- წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში. მეტრეველი თავის პოსტში განმარტავს, რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის