სიახლეები

სიახლეები
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი „გახარიებს“: მხოლოდ გაუნათლებელ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს აზრად, რომ სახელმწიფოს მეთაურის სურათი პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობის პირის ოთახში, ნიშნავს მისი პარტიის წევრობას

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დასაქმებული „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან ნაჩვენები. შარმანაშვილი პარტია „ გახარია -საქართველოსთვის“ წვერებს მოიხსენიებს, როგორც „გაუნათლებელი გახარიები“ და კიდევ ერთხელ განმარტავს მისი ელჩობის დროს, თუ რატომ ეკიდა მის კაბინეტში საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის ფოტო. შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ

წაკითხვა
პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ბრიუსელის პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ,,იმედი” დატოვეს გარეთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კოლექტიურ იუკნევიჩიენეთა ბოლშევიკურ მისწრაფებას – ალიგიერის და გოეთეს ევროპისგან დღეს ფონ დერ ლაიენისა და კალასის ევროპაღა დარჩა

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ტელეკომპანია “იმედისთვის” ევროპარლამენტის შენობაში მუშაობის აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ ბრიუსელის “პოლიტიკურ ჯოჯოხეთში” “იმედის” გარეთ დატოვება, კიდევ ერთხელ ადასტურებს კოლექტიურ იუკნევიჩიენეთა ბოლშევიკურ მისწრაფებებს. მისი განცხადებით, ევრობიუროკრატებს სურთ, ჩაახშონ ყველანაირი განსხვავებული აზრი და სიტყვა, რაც მათ ნარატივს ეწინააღმდეგება. “ევრობიუროკრატების ავტორიტარულ გადაწყვეტილებას – ტელეკომპანია ,,იმედს” ევროპარლამენტის შენობაში მუშაობა აუკრძალონ,

წაკითხვა
პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ასევე აღნიშნეს, რომ საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მომავალშიც მხარს დაუჭერენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგს

დასრულდა ჩვენი შეხვედრები იტალიის სენატში, იტალიის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან და ასევე, სენატში მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან. ამ შეხვედრებზე ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობების და საპარლამენტო განზომილების შესახებ. მათ შორის, ვიზიტების ურთიერთგაცვლის და საპარლამენტო თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავების შესახებ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იტალიის

წაკითხვა
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ევრო ინტეგრაციის კომიტეტის პირველი მოადგილე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტ მაურიციო გასპარისთან. მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო დონეზე კავშირების შემდგომ განვითარებას. შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებსა და მიმდინარე კონფლიქტებს, მათ შორის, რუსეთის აგრესიას უკრაინაში და ირანის ირგვლივ არსებულ ვითარებას.

წაკითხვა
ეკონომიკა

მარკეტების ქსელ „გვირილას” განცხადება: ვაპირებთ, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე

„გვირილას“ დამფუძნებლის, ლაშა ჩოჩელის ინფორმაციით, სუპერმარკეტი რამდენიმე დღეში კამპანიას დაიწყებს, რომლის მიხედვითაც, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები ყველა პროდუქტს, თამბაქოს გარდა, ქსელში 10%-იანი ფასდაკლებით იყიდიან. მისი განცხადებით, სოციალური ბარათის მფლობელთათვის ფასდაკლება გავრცელდება მათ შორის სააქციო პროდუქტებზეც. „რამდენიმე დღეში სერიოზულ კამპანიას დავაანონსებთ. ვაპირებთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე, თამბაქოს გარდა. „გვირილა“

წაკითხვა
ეკონომიკა

„უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერი: შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს და მარტივად ამოიცნობს მომხმარებელი ამ პროდუქტებს. აქცია იმოქმედებს მუდმივად

შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს და მარტივად ამოიცნობს მომხმარებელი ამ პროდუქტებს, – განაცხადა „უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერმა თამარ თავართქილაძემ „სასურსათო კალათასთან“ დაკავშირებით. მისი თქმით, აქციები პირველად საჭიროების პროდუქტებზე გავრცელდება მუდმივად. „აქცია იმოქმედებს ერთიდან – ორი კვირის ვადით თვის ჭრილში, რომელიც იქნება აუცილებლად მუდმივად. გვაქვს 25%-იანი ფასდაკლებაც, 35%-იანი ფასდაკლება. რეინჯი არის 25-დან 50%-მდე ფასდაკლება“, – განაცხადა

წაკითხვა
ეკონომიკა

„თბილის მოლის“ „კარფურის“ გენერალური მენეჯერი: პირველადი მოხმარების, სოციალურად მნიშვნელოვანი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები გვაქვს ყველაზე დაბალ ფასად, რომ ყველაზე ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის

პირველადი მოხმარების, სოციალურად მნიშვნელოვანი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები, როგორიც არის კვერცხი, ზეთი, შაქარი, წიწიბურა, ბრინჯი და ა.შ. გვაქვს ყველაზე დაბალ ფასად, რომ ყველაზე ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, – განაცხადა „თბილის მოლის“ „კარფურის“ გენერალურმა მენეჯერმა თამარ კობაიძემ. მისივე თქმით, აღნიშნული პროდუქცია თაროებზე სპეციალური მაჩვენებლითაა გამოყოფილი. „მარტივად მისაგნები რომ იყოს მაღაზიაში, ეს ასორტიმენტი თაროზე გამოყოფილი გვაქვს სპეციალური წითელი მაჩვენებლით“,

წაკითხვა
ეკონომიკა

შოთა ბერეკაშვილი: მოხარული ვარ, რომ ქსელებმა ბერძნული მოდელის მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომლის მიზანიც არის მომხმარებლისთვის 15 პროდუქტზე ყოველთვის საუკეთესო ფასის შეთავაზება

ქსელებმა ბერძნული მოდელის მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომელშიც ძირითადად 12-დან 15-მდე საბაზისო პროდუქტია, – ამის შესახებ  სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მოდელის მიზანია მომხმარებლისთვის 15 პროდუქტზე ყოველთვის საუკეთესო ფასის შეთავაზება. „ფასების შემსწავლელი კომისიის ფარგლებში, ჩვენ შევისწავლეთ არაერთი ქვეყნის გამოცდილება, როდესაც მოკლევადიან პერიოდში

წაკითხვა
ეკონომიკა

„ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი: პროდუქტების გაიაფებასთან დაკავშირებით დავიწყეთ თანამშრომლობა მომწოდებლებთან და ამ თანამშრომლობის საფუძველზე 7 მაისიდან უკვე დავიწყეთ აქცია, რომელიც ყოველკვირეულად განახლდება

„ნიკორას“ სუპერმარკეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლის საჭიროებებზე ზრუნვა. შევიმუშავეთ პროდუქტების სია, რომელიც მათ ყოველდღიურ გამოყენებაში აქვთ, – განაცხადა „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სალომე ჭელიძემ. მისივე თქმით, ეს აქციები მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, რომ ყოველდღიური პროდუქტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ და საყიდლები კიდევ უფრო მომგებიანი გახადონ. „ამ პროდუქტების გაიაფებასთან და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დავიწყეთ თანამშრომლობა ჩვენს მომწოდებლებთან

წაკითხვა
ეკონომიკა

ვუერთდებით სოციალურ პასუხისმგებლობას, მომავალში კიდევ უფრო მაღალი ფასდაკლების აქციებსაც შევთავაზებთ მომხმარებლებს – „დეილი ჯგუფის“ კომერციული დირექტორი

„ბურღული, რძის, გაყინული ხორც პროდუქტები, ფასდაკლებები იწყება 20%-დან, და მაქსიმუმ შესაძლებელია იყოს 40%-ის ფარგლებში” – „დეილი ჯგუფის“ კომერციულმა დირექტორმა, მიხეილ ზამბახიძემ, “სასურსათო კალათაზე” საუბრისას განაცხადა, რომ დამატებითი აქციების ფარგლებში, მომხმარებლები პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენას კიდევ უფრო დაბალ ფასად შეძლებენ. მისი თქმით, ფასდაკლებები ძირითადად ბურღულეულზე, რძის პროდუქტებსა და გაყინულ ხორცპროდუქტებზე გავრცელდება, რომლებიც სამომხმარებლო კალათის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. როგორც მიხეილ ზამბახიძე

წაკითხვა