სიახლეები

სიახლეები
უცხოეთი

Politico: პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნებში ხმების 37% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. ​არჩევნების შედეგები კატასტროფულად მძიმეა ფრიდრიხ მერცისთვის, რომელმაც ხმების მხოლოდ 5.5% მიიღო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პარტიის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია

გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), ეგზიტპოლების თანახმად, მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნებში ხმების 37% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა, რითაც საქსონია-ანჰალტის შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, – წერს გამოცემა „პოლიტიკო”.  მიუხედავად ამისა, AfD, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას, რადგან მეორე ადგილზე გასულ მემარცხენე-ცენტრისტულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD, 35.5%) კოალიციის შესაქმნელად და მემარჯვენეების ხელისუფლებაში არდაშვებისთვის საკმარისი მხარდაჭერა ექნება. ​არჩევნების

წაკითხვა
პოლიტიკა

ნაცმოძრაობის” აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს კვლავ დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიებს: “კომენტატორების უმრავლესობას ჯუჯების არსებობა ოჯახში მიაჩნიათ წყევლად”

“ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი, დარინა მიქელაძე, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მიმართ დამამცირებელ კონტექსტში საუბარს განაგრძობს და მათ კვლავ “ჯუჯებს” უწოდებს. ის აცხადებს, რომ “ჯუჯების” ოჯახში არსებობა, უმრავლესობას წყევლად მიაჩნია. “კომენტატორების უმრავლესობას ჯუჯების არსებობა ოჯახში მიაჩნიათ წყევლად, ჯუჯა ბავშვის ყოლა არაა საშინელება,” – წერს მიქელაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მორიგ პოსტში. ცნობისთვის, დარინა მიქელაძემ მანამდე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე

წაკითხვა
პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ,- ამის შესახებ კინომცოდნე, ბაჩო ოდიშარია, წერს სოციალურ ქსელში. ოდიშარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გველესიანს არ დაუკონკრეტებია თუ ვისგან, რომელი ძალისგან, მოდიოდა კონკრეტული სახის ზეწოლა ნაცლიბერალურმა ბაბლმა აღნიშნილის ილუსტრაცია

წაკითხვა
პოლიტიკა

გიორგი ფხაკაძე ოპოზიციას: ხალხს ეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ჩავიდა საბავშვო ბაღში და მოწამლა ბავშვები. რა დონეზე ხართ ჩამოსულები. არავინ თქვა, რომ საფრანგეთშიც, ბრიტანეთშიც, ამერიკაშიც, იაპონიაშიც კი ხდება ბავშვების ინფიცირება. არ შეიძლება ყველაფერში პოლიტიკა, მარაზმამდე დადის

რაც მოხდა საბავშვო ბაღებში, მოკლედ, პანიკები, წივილი, კივილი. პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები გამოვარდნენ. ყველაზე მეტად სასაცილო არის ის, რომ ის ადამიანები, ვინც დაანგრიეს და პირდაპირი მნიშვნელობით დედა უტირეს ჯანდაცვის სისტემას, ისინი გამოდიან და კიდევ ჭკუას გვასწავლიან- ამის შესახებ ექიმმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა. გიორგი ფხაკაძე საბავშვო ბაღებში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ძირითადი აქცენტი

წაკითხვა
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება. როგორც კი საჯარო სივრცეში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მათ მიერ დაწესებულ ჩარჩოებში არ ჯდება და საკუთარ სათქმელს თავისუფლად გამოხატავს, მაშინვე იწყება შეურაცხყოფის, დაცინვისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის კამპანია

გიორგი გველესიანმა ერთ-ერთ ეთერში ძალიან გულწრფელად და შინაარსიანად ისუბრა. იგი მხოლოდ წარმატებული სპორტსმენი არ არის,  ნათელია, რომ საინტერესო მოსაუბრეცაა, რომელსაც საკუთარი პოზიცია და ცხოვრებისეული გამოცდილება გააჩნია. შეიძლება მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ყველა არ დაეთანხმოს, მაგრამ განსხვავებული აზრი არასოდეს უნდა გახდეს ადამიანის შევიწროების საფუძველი – წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში. როგორც მეტრეველი აღნიშნავს, გიორგი გველესიანს  უკვე აქვს

წაკითხვა
პოლიტიკა

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ამოიღოს ხმა აკა მორჩილაძემ და გააკეთოს კომენტარი გველესიანზე! როდეეემდე უნდა იყო ჩუმაააად აკაა?! –  ასე ეხმიანება მუსიკოსი რეზო ბლიაძე ფეხბურთელ გიორგი გველესიანის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, მის მიმართ ოპოზიციის მიერ განხორციელებულ ბულინგს.  ბლიაძის თქმით, წნეხი იყო ყველა სფეროს წარმომადგენელზე, ხოლო, როდესაც თავად ამოიღო ხმა და ოპოზიციისთვის არასასურველი რამ თქვა, მასაც გადაუარეს. შესაბამისად, მუსიკოსი მიიჩნევს, რომ გველესიანის

წაკითხვა
პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი გველესიანზე: ყოფილი ფეხბურთელის მიერ ევროინტეგრაციის საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და კითხვების დასმა არ შეიძლება ბულინგისა და თავდასხმის მიზეზი გახდეს

„ ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ყოფილი ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის, მიმართ გამოხატულ კრიტიკას ეხმაურება და მას სოლიდარობას უცხადებს. როგორც მეგრელიშვილი წერს, გველესიანმა „Geo Team“-თან ინტერვიუში ფეხბურთელებზე არსებული შესაძლო ზეწოლისა და ევროინტეგრაციის საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მისი თქმით, გველესიანის მიერ დასმული კითხვა, თუ რატომ უნდა იყოს რომელიმე გაერთიანებაში შესვლა ქვეყნისთვის „პანაცეა“, ევროპული კურსის უარყოფას არ ნიშნავს.

წაკითხვა
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე: ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება, კოლეგებთან სხვადასხვა საკითხზე გამართოს შეხვედრები

მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში საქართველოს დელეგაციის გეგმებზე ისაუბრა. ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ასეთ შეხვედრებზე მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „შედგება არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაციის წევრებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს გვექნება შესაძლებლობა, სხვადასხვა დონეზე მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე, ასევე ორმხრივი შეხვედრები გავმართოთ სხვადასხვა

წაკითხვა
უცხოეთი

მარინ ლე პენმა და ჟორდან ბარდელამ განაცხადეს, რომ რუსეთი მუქარითა და დაშინებით საფრანგეთის პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოიპოვებს

არ შევეგუებით, რომ რუსეთს შეიძლება იმედი ჰქონდეს პირდაპირ ან ირიბად გვიკარნახოს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა დაშინების, მუქარის, დესტაბილიზაციის ან ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, – აღნიშნულია ფრანგული ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერების, მარინ ლე პენისა და ჟორდან ბარდელას განცხადებაში. პოლიტიკოსებმა ეს განცხადება ელისეს სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს. შეხვედრა

წაკითხვა
რეგიონები

უხვი ნალექის შედეგად აჭარის მუნიციპალიტეტებში შექმნილ ვითარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო

უხვი ნალექის შედეგად აჭარის მუნიციპალიტეტებში შექმნილ ვითარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ზურაბ პატარაძემ სტიქიის შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი ოჯახი მოინახულა, სადაც განსაკუთრებით რთული ვითარება იყო შექმნილი. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა ადგილას ინტენსიურად მიმდინარეობდა წყლის ამოტუმბვის, გზების გაწმენდისა და

წაკითხვა