გარემოს ეროვნული სააგენტო: ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა სექტემბრის თვისთვის და 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს განეკუთვნება
გარემოს ეროვნული სააგენტო აჭარაში უხვ ნალექთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ უწყება ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს. „19 სექტემბერს დღე-ღამის განმავლობაში 20 სექტემბრის დილამდე, აჭარის სანაპირო ზოლში და მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნა ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც ქ. ბათუმის ცალკეულ უბნებში ადგილი ჰქონდა ქუჩების დატბორვას და ურბანული ინფრასტრუქტურის დროებით გადატვირთვას. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური დაკვირვებების