სიახლეები

სიახლეები
საზოგადოება

ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად დაიწყო მოკვლევა თბილისში ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე. ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადააგზავნეს. სააგენტო ლაბორატორიული კვლევის შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროვებს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაგა-ბაღებში, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე მონიტორინგი განახორციელა და ინფრასტრუქტურის კანონმდებლობასთან შესაბამისობა შეაფასა. ამასთან,

წაკითხვა
საზოგადოება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება – ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. „თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს სხვადასხვა კლინიკას. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას. სააგენტო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად მათ შორის თბილისის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურთან, სურსათის

წაკითხვა
უცხოეთი

ახალ ზელანდიაში აცხადებენ, რომ ქვეყანას ევროკავშირის ასოცირებულ წევრობაზე არანაირი დისკუსია არ ჰქონია

ახალ ზელანდიას ევროკავშირის ასოცირებული წევრობის შესახებ არანაირი დისკუსია არ ჰქონია, – ამის შესახებ ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, უინსტონ პიტერსის პრესმდივანმა განაცხადა. ახალ ზელანდიაში შესაბამისი განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება. „ევროკავშირთან ახალი ზელანდიის ასოცირებულ წევრობის შესახებ არანაირი განხილვა არ ყოფილა“, – აღნიშნა პრესმდივანმა. ევროკავშირთან დაახლოების შესახებ

წაკითხვა
უცხოეთი

უკრაინული მედია: უკრაინის აღმოსავლეთ ოპერატიული სარდლობის მეთაურმა თანამდებობა დატოვა

უკრაინის აღმოსავლეთ ოპერატიული სარდლობის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვიქტორ ნიკოლიუკმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ნიკოლიუკის გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე მასშტაბური რეორგანიზაციის ფონზე გახდა ცნობილი. ცვლილებები უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დაკომპლექტებასა და სამხედრო მოსამსახურეების განაწილებას ეხება და ის ახლად დანიშნულმა მთავარსარდალმა მიხაილო დრაპატიმ წამოიწყო. „დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მემკვიდრეს გადავცემ

წაკითხვა
საზოგადოება

ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილ კავკასიური კეთილშობილი ირმის საშენ მეურნეობას 3 ხარირემი და 3 ფურირემი შეემატა

კავკასიური კეთილშობილი ირმის საშენ მეურნეობას 6 ახალი ინდივიდი – 3 ხარირემი და 3 ფურირემი შეემატა. შედეგად, ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილ მეურნეობაში ირმების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ახალი ინდივიდების დამატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ირმების ასაკი ერთ წლამდეა და მიმდინარე წელს მათ პირველი მყვირალობა ექნებათ, რაც პოპულაციის გამრავლებისა და განახლების შესაძლებლობებს ზრდის. კავკასიური კეთილშობილი ირმის საშენი მეურნეობა გარემოს

წაკითხვა
სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე, შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება მყისიერად დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თბილისში

წაკითხვა
უცხოეთი

რობერტ ფიცო: ევროპა ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა

ევროპა ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა. ფიცომ ამის შესახებ პრეშოვში, ახალი აკადემიური წლის გახსნის ცერემონიაზე ისაუბრა.მისივე თქმით, ევროპაში არსებული ვითარება განსაკუთრებით მძიმე და დაძაბულია. სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კონტინენტზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების საფრთხე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე.„სიტუაცია არასდროს ყოფილა ისეთი სერიოზული და დაძაბული, ევროპის

წაკითხვა
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს, 18 სექტემბერს საქართველოში

18 სექტემბერს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი დღეა ფოთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი.ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, ღამით

წაკითხვა
პოლიტიკა

გია ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“

ჩვენ „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული ქმედებებით, ძალიან დიდი ხანია აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“. მოლოდინი არც უნდა გვქონოდა, რომ საქართველო იქნებოდა ევროკომისიის პრეზიდენტის მოხსენებაში. ეს არ არის „ქართული ოცნების“ ბოსტანი, ეს ევროპის კავშირია, სადაც სიტყვას ფასი აქვს , – განაცხადა დიპლომატმა, გია ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით,

წაკითხვა
უცხოეთი

გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი: უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტური გზაა

გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მათი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტური გზაა. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდაჭერა პირველ რიგში, ადამიანურად სწორი ნაბიჯია, თუმცა, ამასთანავე, პირდაპირ უკავშირდება ევროპის უსაფრთხოებას. „ვფიქრობ, რომ თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყნის დახმარება ადამიანურად სწორი ნაბიჯია. ამავდროულად, ჩვენს ინტერესებშია,

წაკითხვა