პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე საქართველოსა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს პარტნიორობის შემდგომ განვითარებას და ერთობლივი პრიორიტეტების