სიახლეები

სიახლეები
უცხოეთი

შვედეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

შვედეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელმაც შესაძლოა მთავრობაში პირველად მოიყვანოს ულტრამემარჯვენე პარტია ან ქვეყანა იმ ლიბერალიზმს დაუბრუნოს, რომლითაც ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ცნობილი, – წერს Reuters-ი. გამოცემის ინფორმაციით, დღეს შვედეთის მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე ეროვნული პარლამენტის 349 დეპუტატისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ასარჩევად მიდიან. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა, ეგზიტპოლის შედეგები კი უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდება. ბოლო

წაკითხვა
პოლიტიკა

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან

„ანაკლია შეტანილია გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანპორტო ქსელში და ამავე ქსელის ნაწილია, ცხადია, საქართველოს რკინიგზის მთავარი ხაზი და ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ტელეკომპანია პოსტვ-ის გადაცემაში „მძლავრი ეკონომიკა ძლიერი სუვერენიტეტი“. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი,

წაკითხვა
მნიშვნელოვანი საზოგადოება

B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით, საქართველო ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები საერთაშორისო შეფასებისთვის მზად არის. უახლოეს დღეებში საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნულ ანგარიშს წარუდგენს, რომელიც ქვეყანაში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს ასახავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა. მომზადებული ანგარიში ორ

წაკითხვა
უცხოეთი

უნგრეთის მთავრობა შეცვლის ორბანის პრემიერობისას მიღებულ კანონს, რომელმაც ერთნაირსქესიან წყვილებს ბავშვის აყვანის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, აუკრძალა

უნგრეთის მთავრობა შეცვლის 2020 წელს ვიქტორ ორბანის მთავრობის მიერ მიღებულ კანონს, რომელმაც ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ბავშვის შვილად აყვანა, ფაქტობრივად, აკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. უნგრეთში, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა, ერთსთნაირსქესიანი წყვილებისთვის 2020 წლის ბოლომდე შვილის აყვანა შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი პარტნიორი განაცხადს მარტოხელა პირის სტატუსით შეიტანდა. ვიქტორ ორბანის მემარჯვენე პარტიის, „ფიდესის“ მიერ 2020 წელს

წაკითხვა
უცხოეთი

ჯარედ კუშნერი – აშშ-ს ახლა მკაფიო წარმოდგენა აქვს არა მხოლოდ იმაზე, რამ შეიძლება დაასრულოს რუსეთ-უკრაინის ომი, არამედ იმაზეც, რამ შეიძლება მიიყვანოს მხარეები ხანგრძლივ და მდგრად მშვიდობამდე

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა მოსკოვსა და კიევში სტივ უიტკოფთან ერთად განხორციელებულ ვიზიტებს „ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვანი“ უწოდა. კუშნერის განცხადებით, ახლა უკეთ ესმით, როგორი უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები. „მიმაჩნია, რომ ნებისმიერ რთულ პრობლემასთან დაკავშირებით გარკვეული ჩარჩო უნდა შევქმნათ, რომელშიც მკაფიოდ განვსაზღვრავთ, პირველ რიგში, კონკრეტულად, რის მიღწევას ვცდილობთ“, – განაცხადა კუშნერმა კიევში, YES-ის ყოველწლიურ

წაკითხვა
უცხოეთი

ფრიდრიხ მერცის პარტია, შესაძლოა, კიდევ ერთი რეგიონის არჩევნებში პარლამენტის გარეთ აღმოჩნდეს

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პარტია, შესაძლოა, კიდევ ერთი რეგიონის არჩევნებში პარლამენტის გარეთ აღმოჩნდეს. მერცის კონსერვატორები შეშფოთებულნი არიან, რომ შესაძლოა, მათ არ ჰქონდეთ საკმარისი ხმები მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონის პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად მომავალ არჩევნებში. პარტიებმა ფედერალური მიწის პარლამენტში ან ფედერალურ პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად ხმების, სულ მცირე, 5 პროცენტი უნდა მოიპოვონ. „არსებობს შეშფოთება, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ 5-პროცენტიანი ბარიერის

წაკითხვა
სამართალი

პროკურორი: ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ფაქტზე ბრალდებული ექიმი წარსულშიც იმავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი

ბრალდებული ექიმის მაია კოხტაშვილის საქმის პროკურორი მანანა თანდაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებული იმავე სახის დანაშაულისთვის ადრეც არის ნასამართლევი. მისი თქმით, 2023 წელს იგი თელავის რაიონულმა სასამართლომ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის გასაღების მიზნით დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დამნაშავედ ცნო. პროკურორის თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება; შესაძლოა დადგინდეს ბრალდებულის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებრივი

წაკითხვა
პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. მისივე თქმით, პირველკლასელები 15 სექტემბერს სკოლის ფორმებით შევლენ საჯარო სკოლებში. „ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებისა და მომავალი თაობის ინტერესებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილი იყოს, რომ სწავლების პროცესში მაქსიმალური კონცენტრირება მოხდეს სასწავლო

წაკითხვა
პოლიტიკა

გივი მიქანაძე: საერთაშორისოდ აღიარებულმა შვეიცარიულმა კომპანიამ გამოიტანა დასკვნა, რომ სასკოლო უნიფორმები, რომელსაც აწარმოებს ეს კონკრეტული ჩინური კომპანია, აბსოლუტურად და სრულად შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში გამოიყენება

ისეთ ქვეყნებში, სადაც სასკოლო ფორმა არ არის შემოღებული, ბულინგის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ჩაცმულობა, რომელიც ქმნის ორ პრობლემას: პირველი არის ის, რომ ბავშვი სოციუმიდან გარიყულია. მეორე პრობლემა არის ის, რომ ბავშვი ამ ყველაფერში ადანაშაულებს მშობელს, რადგან მშობელი ვერ უზრუნველყოფს ბავშვის მდგომარეობას ისე, რომ მას ყოველკვირეულად ახალი ჩაცმულობა ჰქონდეს, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების, მეცნიერებისა

წაკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე – „იგლ ჰილსის“ პროექტით საქმე გვაქვს უპრეცედენტო ინვესტიციასთან, ამ პროექტის წინააღმდეგ შეკრიბნენ ის ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ყველაფერ სასიკეთოს, რაც ამ ქვეყანაში კეთდება

„იგლ ჰილსის“ პროექტის საწინააღმდეგოდ კამპანიები მართეს, თვეების განმავლობაში აორგანიზეს აქციები და საბოლოოდ, ვნახეთ ერთი დიდი კრახი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. გორდულაძემ კომენტარი გააკეთა „იგლ ჰილსის“ პროექტით გათვალისწინებული მშენებლობის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით დღეს გამართულ აქციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „იგლ ჰილსის“ პროექტი არამხოლოდ ერთი კონკრეტული ადგილის ან ადგილების განვითარებაზე არის ორიენტირებული,

წაკითხვა