„ევრონიუსი“ – საფრანგეთის მთავრობა შეუერთდა სლოვაკეთის მოთხოვნას რუსი ბიზნესმენის, ალიშერ უსმანოვის სანქცირებულ პირთა სიიდან ამოღების შესახებ
საფრანგეთის მთავრობა სლოვაკეთს შეუერთდა რუსი ბიზნესმენის, ალიშერ უსმანოვის სანქცირებულ პირთა სიიდან ამოღების მოთხოვნაში, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, საფრანგეთის გადაწყვეტილებამ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში „დიდი უკმაყოფილება“ გამოიწვია. დიდი ხანია, სლოვაკეთი ითხოვს უსმანოვისა და კიდევ ერთი რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის ამოღებას ევროკავშირის სანქციების სიიდან, რომელიც ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებასა და უკრაინაში მიმდინარე ომის