საერთაშორისო სავალუტო ფონდი – მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 2026 წელს 3%-ს მიაღწევს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ინფორმაციით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 2026 წელს 3%-ს მიაღწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპიკერის, ჯული კოზაკის განცხადებით, გლობალურმა ეკონომიკამ ახლო აღმოსავლეთში ომის შედეგად გამოწვეული ენერგეტიკული შოკი მეტ-ნაკლებად გადაიტანა. მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ გლობალური ეკონომიკური წარმოება 2026 წელს დაახლოებით 3%-ით გაიზრდება, თუმცა ვითარების გაუარესების რისკები კვლავ მაღალი რჩება. ამასთან, კოზაკის განცხადებით, 2026 წელს გაიზრდება გლობალური ვალის