სიახლეები

სიახლეები
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია გლობალური უსაფრთხოებისთვის – მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით მოწვეულია უმაღლეს დონეზე

პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა ითვალისწინებს პარტნიორებთან დიალოგს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში მოწვეულია უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით გამართულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი დღეს, როგორც ევროპული, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის. „პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას დაგეგმილ ღონისძიებაში.

წაკითხვა
პოლიტიკა

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური უმნიშვნელოვანესი პროექტია შუა დერეფნის კონტექსტში, ჩვენ გავიმყარებთ პოზიციებს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი კვანძის და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ

ბუნებრივია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ მაღალია ინტერესი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საპორტო სიმძლავრეების გაზრდისთვის არსებული პროექტი, ეს არის, ზოგადად, რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ანაკლიის ნავსადგურის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას. როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური უმნიშვნელოვანესი პროექტია შუა

წაკითხვა
უცხოეთი

CNN: უკრაინის საბრძოლო ოპტიმიზმი ნელ-ნელა ქრება მაშინ, როდესაც რუსეთი მის „საფორტიფიკაციო ზოლს“ უახლოვდება

ირინა რიბაკოვა საშინელი სიცხადით აცნობიერებს, რომ ფრონტის ხაზი ნელ-ნელა კრამატორსკს უახლოვდება – მას შემდეგ, რაც რამდენიმე წელი აღმოსავლეთ უკრაინაში იმსახურა, იგი თვალს ადევნებდა, როგორ იხევდნენ უკან მისი დანაყოფები ერთი სტრატეგიული ცენტრიდან მეორისკენ, თუმცა, მისი თქმით, ბოლო რამდენიმე კვირა ნამდვილი „სიგიჟე“ იყო, – წერს ტელეკომპანია CNN-ი სტატიაში სათაურით „უკრაინის საბრძოლო ოპტიმიზმი ნელ-ნელა ქრება მაშინ, როდესაც რუსეთი მის „საფორტიფიკაციო ზოლს“ უახლოვდება“.

წაკითხვა
უცხოეთი

ალის ვაიდელი მერცს: ვიდრე აშშ კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინაში სისხლიანი ომი დაასრულოს, თქვენ სამხედრო პროპაგანდას ავრცელებთ, ამწვავებთ კონფლიქტს – „ქრისტიან-დემოკრატების“ დრო დასრულებულია, ხალხს ცვლილებები სურს

ბუნდესტაგში ხმაური იყო. ერთმანეთს კანცლერი ფრიდრიხ მერცი და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი დაუპირისპირდნენ. ვაიდელმა მერცი ქვეყნის გაკოტრებასა და ომის პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა, ასევე, დაუწუნა მიგრაციული პოლიტიკაც. მისი თქმით, „ქრისტიან-დემოკრატების“ დრო დასრულებულია და ხალხს ცვლილებები სურს. „თქვენ ვერ გაიაზრეთ საქსონია-ანჰალტის ამომრჩევლების გზავნილი. „ქრისტიან-დემოკრატების“ დრო დასრულებულია. ხალხს ცვლილებები სურს. ვიდრე აშშ კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინაში

წაკითხვა
უცხოეთი

ალის ვაიდელი – ბატონო მერც, თქვენი დრო ისედაც ამოიწურა, მოქალაქეებს პოლიტიკური ცვლილებები სურთ და ისინი ამას მიაღწევენ

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა, ალის ვაიდელმა გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას მიმართა. ვაიდელმა მერცს პირისპირ უთხრა, რომ მისი დრო ამოწურულია და მოქალაქეები პოლიტიკურ ცვლილებებს მიაღწევენ. „ბატონო მერც, თქვენ ვერ გაიგეთ ის გზავნილი, რომელიც საქსონია-ანჰალტის ამომრჩევლებმა გასულ კვირას გამოგიგზავნეს. ეს აღარც არის მნიშვნელოვანი, რადგან თქვენი დრო ისედაც ამოიწურა. მოქალაქეებს პოლიტიკური ცვლილებები სურთ და ისინი ამას

წაკითხვა
უცხოეთი

ბრიტანეთში ბოლო ორ დღეში 2 000-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო

ბოლო ორი დღის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში 2 000-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო. ავიაციის ანალიტიკური კომპანიის, Cirium-ის ინფორმაციით, სამშაბათს დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში რეისების 30%-ზე მეტი, დღეს კი ავიარეისების დაახლოებით 6% გაუქმდა ან გადაიდო. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ავიარეისების გაუქმების ან გადადების მიზეზი ტექნიკური პრობლემებია. ავიაკომპანიები მგზავრებს ურჩევენ, აეროპორტში გამგზავრებამდე გადაამოწმონ რეისის სტატუსი და აეროპორტისკენ მხოლოდ იმ

წაკითხვა
საზოგადოება

📸 რეინჯერი ერეკლე ქოქორიშვილი

დაცული ტერიტორიების სააგენტო I 📸 რეინჯერი ერეკლე ქოქორიშვილი

წაკითხვა
პოლიტიკა

გია ვოლსკი: გარეჯის რუკები არა ირაკლი ღარიბაშვილის ხათრით ჩამოიტანა ვინმემ, არამედ დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა და ამ საკითხებში ბიძინა ივანიშვილი ასრულებდა მთავარ როლს, რომელმაც არაერთხელ გადაუხადა მადლობა დავით ხიდაშელს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორის, ლაშა ნადარეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ციხეში გამოკეტილმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლომის ხახიდან ამოიღო საიდუმლო რუკები [გარეჯის], როგორც უტყუარი მტკიცებულება, რომ გარეჯის სადავო ტერიტორიები ეკუთვნის საქართველოს. ვოლსკიმ აღნიშნულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ამ პროცესში ირაკლი ღარიბაშვილს მონაწილეობა არ მიუღია. მისი განმარტებით, რუკები საქართველოში ბიზნესმენმა

წაკითხვა
უცხოეთი

ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ წარმოდგენილი „რემიგრაციის“ გეგმა ეთნიკური წმენდის ტოლფასია და გერმანიის ეკონომიკას გაანადგურებს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მიერ წარმოდგენილი „რემიგრაციის“ გეგმები, ეთნიკური წმენდის ტოლფასია და გერმანიის ეკონომიკას გაანადგურებს. ეს მისი ყველაზე მწვავე თავდასხმა იყო მზარდი პოპულარობის მქონე AfD-ის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მისი პარტიამ არჩევნებში მძიმედ დამარცხდა, იუწყება POLITICO. „რემიგრაცია“ სხვა არაფერია, თუ არა წარმოშობისა და კანის ფერის საფუძველზე ეთნიკური წმენდის სინონიმი“, – აღნიშნა

წაკითხვა
უცხოეთი

სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და 25 ოქტომბერს ვადამდელი არჩევნები დანიშნა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა და 25 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სერბეთის ლიდერი თავისი „სერბეთის პროგრესული პარტიის“ გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, რადგან კანონით მას მესამე ვადით პრეზიდენტად ყოფნა აკრძალული აქვს. როგორც Reuters-ი იუწყება, მორიგი საპარლამენტო არჩევნები სერბეთში არაუგვიანეს 2027 წლის დეკემბრისა უნდა გამართულიყო, თუმცა სტუდენტების

წაკითხვა