პერე ჟოან პონს სამპიეტრო: ეს იყო გულახდილი და ნაყოფიერი ვიზიტი – ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ ყველა აქტორს გავსაუბრებოდით
ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ ყველა აქტორს გავსაუბრებოდით. საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ყველა აქტორთან თანამშრომლობდა ბოლო 6 თვის განმავლობაში, გვქონდა გულახდილი საუბრები, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ჟოან პონს სამპიეტრომ საქართველოში ვიზიტის შესახებ. მან ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებიც ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე დააყენეს. „ის, რასაც ბოლო 2 დღეა ხედავთ, წარმოადგენს