გია ვოლსკი: გარეჯის რუკები არა ირაკლი ღარიბაშვილის ხათრით ჩამოიტანა ვინმემ, არამედ დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა და ამ საკითხებში ბიძინა ივანიშვილი ასრულებდა მთავარ როლს, რომელმაც არაერთხელ გადაუხადა მადლობა დავით ხიდაშელს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორის, ლაშა ნადარეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ციხეში გამოკეტილმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლომის ხახიდან ამოიღო საიდუმლო.