YouTube-მა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი კონტენტის წაშლა დაიწყო
YouTube-მა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი დაბალხარისხიანი კონტენტის წაშლა დაიწყო. The Verge-ის ინფორმაციით, პლატფორმიდან ორი მსხვილი არხი უკვე გაქრა. ვიდეომონტაჟის სერვისის, Kapwing-ის ანგარიშის თანახმად, YouTube-იდან წაიშალა არხი CuentosFacianantes, რომელსაც 5,9 მილიონი გამომწერი ჰყავდა, მისი ჯამური ნახვები კი 1,2 მილიარდს აღწევდა. ასევე, პლატფორმიდან გაქრა ანგარიში Imperio de Jesus, რომლის აუდიტორიაც 5,8 მილიონს აჭარბებდა. არხების წაშლა მას შემდეგ დაიწყო,