სიახლეები

სიახლეები
პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ,,აკაცუკების” გადმოსახედიდან, თურმე მარტო ერთი ძალიან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი, მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე – შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის

გიორგი გამსახურდია, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის მიმართ ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ “აკაცუკებისთვის” შემაშფოთებელია, როდესაც ამჟამინდელი ომბუდსმენი მიკერძოებული არ არის. გამსახურდია იოსელიანს მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ამ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის ისეთი სახალხო დამცველია მისაღები, როგორებიც ნინო ლომჯარია და გიორგი ბურჯანაძე არიან. ,,აკაცუკების გადმოსახედიდან, თურმე მარტო ერთი ვიწრო, ძალიან ვიწრო,

წაკითხვა
პოლიტიკა

ანა წითლიძე ნანა ყეინიშვილის საქმეზე: ზურაბიშვილს რა მოტივაცია ჰქონდა, ეს ადამიანი კანდიდატად რომ წარადგინა, გრძნობს ამაზე პასუხისმგებლობას? აღიარებს საკუთარ შეცდომას?

სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა ყეინიშვილი, მისი კანდიდატი იყო და გადასარევად იცოდა მისი კორუმპირებულობის შესახებ, ზურაბიშვილს რა მოტივაცია ჰქონდა, ეს ადამიანი კანდიდატად რომ წარადგინა? გრძნობს ამაზე პასუხისმგებლობას? აღიარებს საკუთარ შეცდომას? – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში. „სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა — მისი კანდიდატი იყო და გადასარევად იცოდა მისი კორუმპირებულობის შესახებ. ქოცებს ახლა რაში დასჭირდათ მის

წაკითხვა
ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს, როგორც ძლიერი, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო პარტნიორის პოზიციონირების გასაძლიერებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

საქართველო ისტორიულად იყო რეგიონებისა და ეკონომიკების დამაკავშირებელი ქვეყანა. დღეს, როდესაც საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება, ჩვენი ქვეყნის როლი კიდევ უფრო სტრატეგიული ხდება, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს რკინიგზა ამ პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია. „საქართველოს,

წაკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – მოსახლეობა გამოთქვამდა წუხილს, რომ არის ჭარბი ხმაური ქუჩებში, რაც გამოწვეულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით, ამის გამო მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, ახლა ზღვარი არის 85 დეციბალი, თუმცა აქტიურად მუშაობს შსს, მათ შორის შესაბამის ფედერაციასთან, საუბარია 85-დან 100 დეციბალამდე ზღვრის აწევაზე

აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, იქნება გამოძებნილი სათანადო გადაწყვეტა, რაც დაბალანსებულად დააკმაყოფილებს ყველას ინტერესებს, ერთი მხრივ, ჭარბი ხმაურიც არ ვარგა, თუმცა მეორე მხრივ, არის, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა ინტერესები და მათი ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, საუბარია 85-დან 100 დეციბალამდე ზღვრის აწევაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოსახლეობა გამოთქვამდა

წაკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის მიმართულებით დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტზე, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაგეგმილია ახალი, 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება იქნება 200 მილიონი დოლარი, სამშენებლო ტენდერი მიმდინარე თვის ბოლომდე გამოცხადდება

აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის მიმართულებით დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტზე. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაგეგმილია ახალი, 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება იქნება 200 მილიონი დოლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამშენებლო ტენდერი მიმდინარე თვის ბოლომდე გამოცხადდება. „როდესაც წარვადგინეთ ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად, დეტალური პრეზენტაცია

წაკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, რომელიც ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაში იყო 80-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი საკუთარი არსებობის ბოლო წლებს ითვლიდა, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი, მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ქართული საზოგადოებისთვის ეს საერთოდ აღარ არის საინტერესო

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას ეხებოდა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი და მთლიანად ევროპული ბიუროკრატია. „ხშირად მოგვიწოდებენ ხოლმე, რომ განსხვავებული რიტორიკით ვისაუბროთ ევროპულ ინსტიტუტებთან მიმართებით, თუმცა როდესაც ასეთ რეზოლუციას ამტკიცებს ევროპარლამენტი,

წაკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – იყო რამდენიმეწლიანი მონაკვეთი, როდესაც კორუფციის მიმართულებით პრობლემებმა იჩინა თავი, გაკეთდა მკაფიო მინიშნება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ ის ხედავდა პრობლემებს, რასაც სჭირდებოდა მოგვარება და ჩვენ მყისიერად დავიწყეთ ამაზე მუშაობა – კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია არა მხოლოდ ზედა ეშელონებში, არამედ, წამყვან სახელმწიფო უწყებებში

იყო რამდენიმეწლიანი მონაკვეთი, როდესაც კორუფციის მიმართულებით პრობლემებმა იჩინა თავი, როგორც კი გამოვლინდა ასეთი პრობლემები, მაშინვე ჩავერიეთ, გაკეთდა მკაფიო მინიშნება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ ის ხედავდა პრობლემებს, რასაც სჭირდებოდა დაძლევა, მოგვარება და ჩვენ მყისიერად დავიწყეთ ამაზე მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კორუფცია არის პრინციპულად აღმოფხვრილი არა მხოლოდ

წაკითხვა
ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: დეკემბრიდან ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა – ჩვენი, ყველასთვის საყვარელი, ე.წ. კუკუშკა კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს

მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დეკემბრიდან ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა, ჩვენი, ყველასთვის საყვარელი, ე.წ. კუკუშკა კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს, – ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, რკინიგზა აკავშირებს ადამიანებს, ქალაქებსა და რეგიონებს და ქმნის ქვეყნის განვითარების ახალ შესაძლებლობებს. “სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს

წაკითხვა
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს ეროვნული ბანკი გაეცნო შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლების წერილებში დასახელებულ გარემოებებს და შესაბამისი პირველადი შიდა შესწავლა ჩაატარა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. თუმცა, ვინაიდან წერილში აღნიშნული ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება სცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს, მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გარემოებების ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტება დროულად დადგინდება. ამასთან, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ვიდრე საკითხის გარშემო

წაკითხვა
სამართალი

საქართველოს პროკურატურამ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს. შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი

წაკითხვა