ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში
მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა. დღევანდელი განხილვის თემა ყველა მონაწილე სახემწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხია. გამონაკლისი არც საქართველოა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სეფაშვილმა მიმოიხილა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და აღნიშნა,