ბაჩო ოდიშარია: 2012 წლის პირველი ოქტომბერი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. კიდევ კარგად არ გვაქვს გააზრებული. კეთილ სიზმრად მოგვეჩვენებოდა ის, რაც იყო 2003-12 წლები იმასთან შედარებით, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი
კეთილ სიზმრად მოგვეჩვენებოდა ის, რაც იყო 2003-12 წლები იმასთან შედარებით, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და რომ არა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვება, – განაცხადა კინომცოდნე ბაჩო ოდიშარიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“. წამყვანმა ჰკითხა, რა იყო ის მთავარი წყალგამყოფი, რომელიც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შედეგებით გაივლო. რა ტიპის მმართველობა დასრულდა მაშინ და რა ეტაპი დაიწყო