ანაკლიის პორტი ვითარდება „ლენდლორდის“ მოდელის საფუძველზე, რითაც პორტის მართვის ისეთი მიდგომა ინერგება, რომელიც შეესაბამება გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას – მსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკი განახლებულ ანგარიშს „ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ“ აქვეყნებს და მიუთითებს, რომ სტრატეგიულ ინვესტიციებს განვითარებად ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში (TCTC), რომელიც „შუა დერეფნის“ სახელითაც არის ცნობილი, შეუძლიათ 2040 წლისთვის ამ მარშრუტის გასწვრივ ვაჭრობის მოცულობა სამჯერ და მეტად გაზარდონ, გაანახევრონ მგზავრობის დრო, 3,3%-ით აამაღლონ მშპ და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნან.