სიახლეები

სიახლეები
უცხოეთი

Politico: მადიარის გამარჯვება უკრაინისთვის ძალიან მომგებიანი შესაძლოა სულაც არ იყოს

Politico წერს, რომ უნგრეთში პეტერ მადიარის გამარჯვება უკრაინისთვის ძალიან მომგებიანი შესაძლოა სულაც არ იყოს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მადიარს ბრიუსელთან კარგი ურთიერთობა სურს და დიდი ალბათობით, კიევისთვის ევროკავშირის 90 მილიარდ ევროიან სესხს ბლოკს მოხსნის. თუმცა, სტატიაში ხაზგასმულია, რომ უნგრეთის ახლად არჩეული ლიდერი უკრაინისთვის უნგრული იარაღისა თუ ნაღდი ფულის გაგზავნას ეწინააღმდეგება. მადიარი არც უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებას

წაკითხვა
უცხოეთი

პესკოვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს

კრემლში მოისმინეს ბუდაპეშტიდან გაჟღერებული განცხადებები დიალოგის გაგრძელების მზადყოფნის შესახებ, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია უნგრეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებით, ისევე როგორც ევროპის ყველა სხვა ქვეყანასთან. მანამდე უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „ტისას“ ლიდერმა პეტერ მადიარმა რუსეთთან

წაკითხვა
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერაფერი და ვერავინ ჩაანაცვლებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო ვიზიტი შეაფასა: „ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ სწორედ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში“. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა

წაკითხვა
უცხოეთი

Euronews: კვლევის თანახმად, ფრიდრიხ მერცი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერია

გამოკითხვების თანახმად, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი 24 დემოკრატიულ ქვეყანას შორის ყველაზე არაპოპულარული ლიდერია. რეიტინგში ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნარენდრა მოდის, ლი ჯე-მიონსა და ანდრეი ბაბიშს. აშშ-ში ბაზირებული კვლევითი ინსტიტუტის, Morning Consult-ის მონაცემებით, მერცს მსოფლიოს 24 არჩეულ ლიდერს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს – გერმანელების მხოლოდ 19% ამბობს, რომ მისი მუშაობით კმაყოფილია. რეიტინგის ბოლო პოზიციებზეა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ

წაკითხვა
უცხოეთი

პედრო სანჩესი: ჩვენ გვჭირდება ჩინეთის გახსნა, რათა ევროპას საკუთარი თავის დახურვა არ მოუწიოს – ჩვენი სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან გასულ წელს 18%-ით გაიზარდა. ეს არამდგრადია

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, ჩინეთში მისი ოფიციალური ვიზიტის დროს, სიტყვით გამოსვლისას ევროპის ბაზრის ღიაობაზე და მის მზარდ სავაჭრო დეფიციტზე ჩინეთთან გაამახვილა ყურადღება. ასევე, ჩინეთისთვის მკაფიო გზავნილო გააჟღერა, რომ მათაც უნდა გახსნან საკუთარი ბაზარი. მანვე აღნიშნა, რომ დეფიციტი წინა წელს 18%-ით გაიზარდა, რაც საზოგადოებისთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია. „ჩინეთმაც იგივე უნდა გააკეთოს – გაიხსნას, რათა ევროპას არ

წაკითხვა
უცხოეთი

დონალდ ტრამპი: ძალიან იმედგაცრუებული ვარ ნატოთი. ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ, რათა დავხმარებოდით მათ რუსეთისგან თავდაცვაში. ვფიქრობ, ეს საკითხი სერიოზული განხილვის საგანი გახდება

დონალდ ტრამპმა ნატოსთვის გაწეულ ხარჯებს „სასაცილო“ უწოდა. ამ თემაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ავიაბაზა „ენდრიუსზე“ ისაუბრა. „ძალიან იმედგაცრუებული ვარ ნატოთი. ისინი ჩვენს გვერდით არ იყვნენ. ჩვენ ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ ნატოზე, რათა დავხმარებოდით მათ რუსეთისგან თავდაცვაში. თუ დაფიქრდებით, გამოდის, რომ ჩვენ რუსეთისგან ვიცავთ თავს. დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ეს ცოტა სასაცილოა, თუმცა ჩვენ ამაში ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ. ვფიქრობ,

წაკითხვა
უცხოეთი

The Wall Street Journal: მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ თეთრი სახლი ირანზე დარტყმების განახლების შესაძლებლობას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მრჩევლები ირანზე შეზღუდული დარტყმების განახლებას განიხილავენ, – წერს The Wall Street Journal-ი. გამოცემის წყაროების თანახმად, ეს არის ერთ-ერთი სცენარი, რომელსაც თეთრ სახლში ისლამაბადში აშშ-სა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ განიხილავენ. სხვა ვარიანტებს შორის განიხილება ირანზე სრულმასშტაბიანი იერიშის მიტანა. თუმცა, WSJ-ის რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან

წაკითხვა
რეგიონები

გუმბათი-ჩივთქილისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საავტომობილო გზის კმ18-კმ30 (გუმბათი-ჩივთქილისა) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

წაკითხვა
სამართალი

სამართალდამცველებმა 90 შეკვრად დაფასოებული „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 33 ძირი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს – დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 90

წაკითხვა
უცხოეთი

ტრამპი: აშშ 13 აპრილს, 10:00 საათზე ირანის პორტებში შემავალი ან გამომავალი გემების ბლოკირებას დაიწყებს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ირანის პორტების ბლოკირებას დღეს, 10:00 საათზე დაიწყებს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოაქვეყნა. „ამერიკის შეერთებული შტატები ირანის პორტებში შემავალი და იქიდან გამომავალი გემების ბლოკირებას 13 აპრილს, აღმოსავლეთის დროით (ET) 10:00 საათზე. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისათვის“, – დაწერა ტრამპმა. მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეში შემავალი

წაკითხვა